• რეკლამა
  • კონტაქტი
23:27, სამშაბათი, 10 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„მიხეილ სააკაშვილთან არაფერი გვესაქმება ,რევოლუციაში ვერავის და მით უმეტეს, სააკაშვილს და „ნაცმოძრაობას“ მხარს ვერ დავუჭერთ“ – ალეკო ელისაშვილი

ალია ავტორი - ალია
16:50 01-13-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
38

ერთი წელი გვლანძღავდნენ, რატომ შეხვედით პარლამენტშიო, შემდეგ თავად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები გამწკრივდნენ და პარლამენტში ისე შემოვიდნენ, ვითომ, არაფერი მომხდარა –  ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, რევოლუციაში ვერავის და მით უმეტეს, სააკაშვილს და „ნაცმოძრაობას“ მხარს ვერ დაუჭერს.

„მიხეილ სააკაშვილთან არაფერი გვესაქმება. ერთი წელი გვლანძღავდნენ, რატომ შეხვედით პარლამენტშიო, შემდეგ თავად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები გამწკრივდნენ და პარლამენტში ისე შემოვიდნენ, ვითომ, არაფერი მომხდარა. ახლა ჩვენგან ითხოვენ, არიქა, ისევ გავერთიანდეთ. არ ვიცი, ესენი როგორ სოციუმში გაზრდილი ან როგორი პოლიტიკური გემოვნების ხალხია, მაგრამ ჩვენთვის ასეთი რაღაცები მიუღებელია.

ვხედავთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ სააკაშვილის წყალობით ვერგანხორციელებული რევოლუციის ჟინითაა შეპყრობილი, სხვა დღის წესრიგი არ აქვთ მათ, არც „ნაციონალურ მოძრაობას“, არც სააკაშვილს. სააკაშვილს აქვს ორი დღის წესრიგი, რომ ციხიდან გამოვიდეს და რევოლუცია მოახდინოს. ბოდიში, მაგრამ ვერც ერთში და ვერც მეორეში მისი პარტნიორები ვერ ვიქნებით. თუ ქვეყნისთვის რაიმე სასარგებლო იდეა ექნება, კი ბატონო, მხარს დავუჭერთ, მაგრამ რევოლუციაში ვერავის და მით უმეტეს, სააკაშვილს და „ნაცმოძრაობას“ მხარს ვერ დავუჭერთ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved