ტვ პირველის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა ა ხელისუფლებისთვის მიცემული ულტიმატუმის ვადა გაახანგრძლივა. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ თუ მისი მოთხოვნები იანვრის ბოლომდე არ შესრულდება, პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს.
რაც შეეხება შიმშილობის დაწყვებას, მიხეილ სააკაშვილის პოზიცია გახლავთ შემდეგი – იმ შემთხვევაში, თუ მისი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება და მას არ გაეწევა ადეკვატური მკურნალობა იანვრის თვის განმავლობაში, ის პროტესტის უკიდურეს ფორმას გამოიყენებს”- განაცხადა ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სამედიცინო მომსახურებას, კონფიდენციალურობის დაცვას და სატელეფონო ზარების უფლებას ითხოვს.
კომენტარები