• რეკლამა
  • კონტაქტი
06:35, ოთხშაბათი, 21 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მიხეილ სააკაშვილმა მესამე მკურნალ ექიმზეც უარი თქვა – ჩხაიძე

ალია ავტორი - ალია
15:10 04-29-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
123

თუ მკურნალი ექიმი ობიექტურ განცხადებას გააკეთებს და ობიექტურად ასახავს იმ მდგომარეობას, რაც მიხეილ სააკაშვილს აქვს, ეს მაშინვე გაღიზიანებასა და მკურნალობის გაგრძელებაზე უარის თქმას იწვევს, – ამის შესახებ „ვივამედის” კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ექიმებს მუშაობა წარმოუდგენელი სტრესის ქვეშ უწევთ და მესამე პრეზიდენტმა უკვე მესამე მკურნალ ექიმზე თქვა უარი.

„უნდა ითქვას, რომ ექიმებს მუშაობა წარმოუდგენელი სტრესის ქვეშ უწევთ. ეს იმიტომ, რომ თუ მკურნალი ექიმი ობიექტურ განცხადებას გააკეთებს და ობიექტურად ასახავს იმ მდგომარეობას, რაც მიხეილ სააკაშვილს აქვს, ეს მაშინვე იწვევს გაღიზიანებასა და მკურნალობის გაგრძელებაზე უარის თქმას. ეს უკვე მესამე მკურნალი ექიმია, რომელზეც პაციენტმა უარი განაცხადა“, – აღნიშნა ზურაბ ჩხაიძემ.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას, ზურაბ ჩხაიძის თქმით, პაციენტის კლინიკური მიმდინარეობა არ შეცვლილა და პირღებინება კვების რაციონის უხეშმა დარღვევამ გამოიწვია.

როგორც ექიმმა აღნიშნა, „კრიტიკული პაციენტები ექიმს არ ირჩევენ“.

„რაც შეეხება მდგომარეობის კრიტიკულობას, მინდა გითხრათ, რომ კრიტიკული პაციენტები ექიმს არ ირჩევენ. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის კლინიკური მიმდინარეობა ნამდვილად არ შეცვლილა და ორი დღეა, “ვივამედის” თანამშრომლებს ამის მტკიცება გვიწევს. დიახ, პირღებინება ნამდვილად ჰქონდა. ეს კვების რაციონის უხეში დარღვევით იყო გამოწვეული. კლინიკურად ახსნადია, თუ რა იყო პირღებინების მიზეზი. მე ქალბატონ გიულის დღესაც ვესაუბრე და ვთხოვე, რომ ის საკვები მოეტანა, რაც კვების პრობლემების პროვოცირებას არ გამოიწვევს”, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

Megalab Drive – ლაბორატორიული მომსახურება მანქანიდან გადაუსვლელად
ახალი ამბები

Megalab Drive – ლაბორატორიული მომსახურება მანქანიდან გადაუსვლელად

20:03 01-20-2026
რატომ არის ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი მიზნობრივი ბაზრის კვლევა
ახალი ამბები

რატომ არის ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი მიზნობრივი ბაზრის კვლევა

18:47 01-20-2026
ფულადი გზავნილის წინასაახალწლო კამპანიის გამარჯვებული გამოვლინდა – თიბისი
ახალი ამბები

ფულადი გზავნილის წინასაახალწლო კამპანიის გამარჯვებული გამოვლინდა – თიბისი

15:25 01-20-2026
ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი
ახალი ამბები

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი

13:50 01-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved