• რეკლამა
  • კონტაქტი
19:39, სამშაბათი, 24 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ მოუგო ბიძინა ივანიშვილს!.. „ზემოთ, ჰგონიათ, რომ ქვემოთ ეს არ იციან“

ალია ავტორი - ალია
23:31 10-23-2022
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
22,766

 დადუნა სიხარულიძე

„- რა ვუყოთ… დრომ ასე მოიტანა!.. აბა, პლატონ ჩემო, ერთი თვე მადროვე კიდევ და მერე მე ვიცი და ჩემმა კაცობამ!..

– ერთი თვე? – ჩაფიქრდა პლატონი: – ბატონი ბრძანდები, – თქვა მან ცოტა ხნის შემდეგ. – მეტი ხნით გადადება კი აღარ შემიძლია, სოლომან!“ – „სოლომან მორბელაძე“, დავით კლდიაშვილი.

„სალხინეთში აურზაურის“ ახალი კარუსელი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის შემდეგ დატრიალდა.

ევროპაში ომია, რუსეთი – აგრესორი. უდანაშაულო ადამიანების სისხლი იღვრება, „ვიღაცას“ ბირთვული იარაღისკენ გაურბის თვალი და ვიდრე ხელიც გაექცევა, მსოფლიომ „რამე უნდა იღონოს“.

დასხდნენ, მიიღეს გადაწყვეტილება და ვიდრე დოკუმენტს „ბეჭედს“ „დაარტყამდნენ“, უცებ: „45-მა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძის, ლიზა იასკოს, ოლექსი გონჩარენკოს და ემანუელ ზინგერისის ჩათვლით, რომელთა ანგარიშის საფუძველზეც მომზადდა რეზოლუცია, დააინიცირა ზეპირი შესწორება, ზემოაღნიშნულ პარაგრაფს დამატებოდა ჩანაწერი: „ასამბლეა, ასევე, მოუწოდებს სხვა პოლიტიკური პატიმრების საქმეების გადახედვისკენ, რომლებიც ეწინააღმდეგებიან პრეზიდენტ პუტინს რუსეთის ფედერაციასა და სხვა ქვეყნებში და მათი გათავისუფლებისკენ (უკრაინის მოქალაქის და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჩათვლით)“.

საოცარია, არა? ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პარლამენტარები საბჭოს 47 ქვეყნის ეროვნული პარლამენტების წევრები არიან და თავიანთი ამომრჩევლის – 700 მილიონი ევროპელის – სათქმელს ახმოვანებენ და მათთვის მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ, მათი ყოველი შეკრება, ყოველი სხდომა ყველაზე მასშტაბურად წარმოადგენს ევროპის დემოკრატიულ სინდისს და ამ დროს, ხატია და ლიზა თემას განიხილავენ, 45 ევროპელ დეპუტატს აიყოლებენ და …  თურმე ქრისტიან-დემოკრატმა შვედმა დეპუტატმა ბორიანა აბერგმა ან ინდრეკ საარმა, ესტონელმა დეპუტატმა სოციალისტებიდან ზუსტად იციან, რომ სააკაშვილის საქმე აუცილებლად გადასახედია და რომ სააკაშვილი პუტინის ოპონენტია.

აი, თურმე რატომ გახანგრძლივდა უკრაინაში ომი – სააკაშვილი ციხეშია და პუტინს ვისი შეეშინდეს, იმაზე მეტად, რაც ციხიდან შეაშინა? რა არ შეაკავა, თუ? შეაკავა!

ესეც, ევროპული გამოსავალი. ახლა თუ მიშას ციხიდან კი არა, „ვივამედიდან“ სასწრაფოდ არ გადაიყვანენ ევროპულ რომელიმე კლინიკაში, საიდანაც „გალსტუკჭამია“ ფრთებს გაშლის, შესაძლოა პუტინმა, რომელიც, რეზოლუციაში შესწორების ავტორებს და მხარდამჭერებს თუ დავუჯერებთ, „კნოპკას“ თითი დააჭიროს და მერე რა ეშველება მსოფლიოს?

მიხეილ სააკაშვილი არის ბრძოლის სათავეში, ის იყო პირველი პოლიტიკოსი, რომელიც ხმამაღლა უპირისპირდებოდა პუტინს, ამხელდა მას თავის ბინძურ ზრახვებში, – ეს ეკა ხერხეულიძემ ბრძანა „მთავარის“ ეთერში.

ოჯახაშენებულებო, თუ მხოლოდ სააკაშვილის ეშინია პუტინს, აქამდე რა გადხა ერთი რეზოლუცია, თქვენ რა გითხარით, თქვენ რა გითხარით…

არა გვაქვს სახუმაროდ საქმე, მაგრამ, მოდი და ნუ გაგეცინება – უკვე მერამდენედ მოუგო მიხეილ სააკაშვილმა ბიძინა ივანიშვილს და მის პარტიას – „ვინ დათვალოს ზღვაში ქვიშა და ან ცაზე ვარსკვლავები“ – ესაა ქოცური სამართლის ნაცური შედეგი!

არა, რა, მაინც როგორ ახერხებს ქოცმადიდებლებისგან შერაცხული ნაცური სექტა (ჩავაზუსტებთ: როცა საუბარია რეჟიმზე, მკვლელობებზე, წამებაზე, კორუფციაზე და ა.შ. დამნაშავე მუდმივ ძებნაში არ უნდა გყავდეს, ისე, მაგალითად, როგორც ზურაბ ადეიშვილი – თვალწინ და მხედველობის მიღმა. დამნაშავე სათანადოდ უნდა დასაჯო) ევროპა-ამერიკა სააკაშვილზე ალაპარაკოს, ეს მაშინ, როცა რუსული რაკეტები ბომბავენ უკრაინას და ასობით უდანაშაულო ადამიანი იღუპება?!

ძალიან დიდი ხნის წინ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მარჯანიშვილის თეატრში ერთი სახელოვანი რეჟისორი შემხვდა. მოვიკითხეთ ერთმანეთი და უცებ მეუბნება: დასაწერად არ ვამბობ და ბიძინამ გამაოცა, ამასწინათ მეუბნება, ამერიკაში ან ევროპაში ვინმე არ გყავს, ლობირება რომ გაგვიკეთოსო, პოლიტიკოსებს საერთოდ არ ვიცნობ, ხელოვნებაში კი ბატონო-თქო, ვუთხარი. გამეცინა და რა თქმა უნდა არ დავუჯერე რეჟისორს. ასევე, რა თქმა უნდა, არ დავწერე. აი, გავიდა წლები და მგონი რეჟისორს არ მოვუტყუებივარ! მითუმეტეს, თუ გავიხსენებთ სალომე ზურაბიშვილის ნათქვამს, უფრო მიმართვას დავარქმევდი: „თქვენ, მმართველმა პარტიამ არაფერი გააკეთეთ იმისათვის, რომ ბიძინა ივანიშვილი იმ რიგში არ ჩაწერილიყო“. და, სხვათაშორის ამ შემთხვევაშიც ევროპრლამენტის რეზოლუციას ეხებოდა საკითხი: „დღეს კიდევაც ერთგვარად ვიმუქრებით… თუ არ მიგვიღო…ფარდას ავხდიო! არ ვიცი რა ფარდას ავხდით და როგორ ავხდით, მაგრამ ფარდა ჩვენზე რომ ნელ-ნელა ახდილია, ეს უნდა გვადარდებდეს მგონი“.

დიახ, როგორც საქართველოს პრეზიდენტმა თქვა – ფარდა ახდილია! მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ მოუგო ბიძინა ივანიშვილს და ვიდრე ბეჭებზე დასცემს „ქართული ოცნების“ ანასხლეტებს მაინც უნდა ამოეღოთ ხმა. „ცხრაკაცამ“ კი სიტყვაც არ დაასველა ბოლო რეზოლუციის შესახებ! საოცარია, არა? სად არის „ქოცური ფარდის ახდა“, სად არის ერის თუ არა, ბელადის და პარტიის „სულიკო“? – „არა, არა, პლატონ, შერცხვენილი დამიძახე, თუ ერთ თვეს გადავაცილო, ის შენი ფული არ ჩაგაბარო!.. მაგის გულისთვის დავრბივარ აგერ ერთი თვეა… მაშვლობა მაქვს გამოწყობილი და, იცოცხლე, კაი ასაღებიც მქონდეს! ევიღებ და იმწამსვე ჩემი ხელით მოგიტან… ცოლ-შვილს გეფიცები“… აი, ზუსტად ისე, როგორც „სამანიშვილის დედინაცვალშია“. არა, რა, ძალიან მაგარი იყო დავით კლდიაშვილი, ძალიან მაგარი!

ფული! ფული და ისევ ფული! – აი, ის, რაც, როგორც ამბობენ, სრულიად საქოცეთს ბიძინამ გადაუკეტა. იმ „შავი ფულის“, რომელსაც ტენდერებით და კიდევ „რაღაცეებით“ „იგებენ“, იმედად დარჩენილებს კი სხვაგვარად არ შეუძლიათ. „ლობისტებად“ „ექსპერტებიც“ საკმარისია! საითაც არ უნდა გაიხედო, უცებ რომ წამოყოფენ თავს ერთი და იმავე ტექსტებით.  უბრალოდ ეგაა, სოცქსელს ვერ გასდნენ!

ახლა იმასაც ამბობენ „გამოყოფილებს“ „კვებავსო“  – ეხ, ბიძინა, ბიძინააა, რა გინდოდა წვენებში!

არადა, 2012-ში ოთხი ტუზით და ორი ჯოკერით მოვიდა! ჯერ კოჰაბიტაციაო, მერე „ხალხის დაკვეთაო“ და „მთავარი ოპოზიციური ძალაო“, შემდეგ „ჩვენი ნაცი კარგია, სხვისი ნაცი – ცუდიო“ და „ადრე დამნაშავე იყო, მაგრამ ახლა გამოსწორდაო“. და ასე მივედით სანქცირებულთა სიამდე, სააკაშვილის საქმის გადახედვამდე, ცოტაც და სააკაშვილს პოლიტპატიმრად აღიარებენ, მერე, ისე, როგორც ნიკა მელიას, „საშვამავლოსაც“ გადაუხდის ევროპა. ხატიას და ლიზას მოთხოვნით ივანიშვილს სანქცირებულთა სიაშიც შეიყვანენ (აგერ ნათესავები კი შეიყვანეს უკვე) და… „ჯორი ჩამოართვი, ბიჭო“!

ერთუცნობიანი განტოლებასავითაა „ქართული ოცნება“, ახლა, ცოტა ხანში „გამოაგდებენ“ სოცქსელში „ექსპერტები“, პუტინს როგორ „ებრძოდა“ „დაუმარცხებელი“ და დაიწყება:

2003 წელს სააკაშვილმა თბილისსა და ბათუმში „ვარდების რევოლუცია“ ივანოვის დახმარებით მოიგო; 2004 წელს სააკაშვილმა პუტინზე თქვა: „მე მივხვდი, რომ შევარდნაძე ყოველთვის ატყუებდა პუტინს და ამიტომ არის პუტინი ასეთი ეჭვიანი! ხომ გესმით? პუტინს არ შეეძლო შევარდნაძესთან საერთო ენის გამონახვა, რადგან შევარდნაძე არავისთან მიმართებაში არასოდეს არაფერს არ ასრულებდა! როგორც კი პუტინს შეფასებებში დავეთანხმე, ურთიერთობა მაშინვე დათბა. და მე დავინახე, რომ პუტინი სიტუაციას ხედავს გაცილებით ფართოდ, ვიდრე მისი გარემოცვა. და მე ვენდე. მე რომანტიკოსი ვარ, მაგრამ, მერწმუნეთ, რაღაც მინახავს და ვიცი – პუტინს პატიოსანი ადამიანის თვალები აქვს. სწორედ ასეა. მე ვენდე მას და არ შევმცდარვარ. მან ყველაფერი შეასრულა, რასაც დამპირდა… ამიტომ, ახლა რუსეთში თავს გაცილებით კომფორტულად ვგრძნობ, ვიდრე სხვაგან. პუტინი, თავისი აზროვნების სტილით, გაცილებით თანამედროვე და პრაგმატულია, ვიდრე დასავლელ პოლიტიკოსთა უმრავლესობა. მას კარგად ესმის, რომ საქართველოსთან მიმართებაში საქმის ძველებურად წარმართვა აღარ შეიძლება, ანუ საკითხის ასე დასმა – აირჩიეთ ან რუსეთი და ანაც დასავლეთი – საერთოდ არ შეიძლება. არ შეიძლება იმიტომ, რომ საკითხის ასე დასმის შემთხვევაში ნებისმიერი ქვეყანა გიპასუხებთ რას?.. მე მჯერა პუტინის. მან აღმითქვა, რომ მალე გაამარტივებს სავიზო რეჟიმს, რაც იმას ნიშნავს, რომ ეკონომიკური ურთიერთობები ნორმალურად განვითარდება“. მეტიც, ამავე ინტერვიუში „იზვესტიას“ ჟურნალისტს (2004 წელი, აპრილი) სააკაშვილმა განუცხადა: „იყო, როცა რუსეთის სამხედრო ბაზები აბაშიძის კლანს ეხმარებოდნენ, მაგრამ პუტინთან ჩემი საუბრის შემდეგ ეს დახმარება მაშინვე შეწყდა! და ახლა მტკიცედ ვართ დარწმუნებულები, რომ საქართველოში დარჩენილი რუსული სამხედრო ბაზები საქართველოს კანონიერ ხელისუფლებას დაუჭერენ მხარს, ან უკიდურეს შემთხვევაში, დაიცავენ ნეიტრალიტეტს. პუტინმა მხარი დაუჭირა „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის“ კონცეფციას, რითაც აიძულა აჭარის ლიდერი,  ეწარმოებინა საქართველოსთან უფრო კონსტრუქციული დიალოგი“.

და, მერე რა შეიცველა ამით? იქ, ზემოთ, ჰგონიათ, რომ ქვემოთ ეს არ იციან. ზემოთ ისიც ჰგონიათ, რომ წარსულს თუ შეახსენებენ მიშას, მაგალითად 2008 წელს როგორ მოაწერა ხელი კაპიტულანტური მუხლის შემცველ ხელსეკრულებას, ქვემოდან არ ასძახებენ – ჰოდა, რატომ არ იხდის სასჯელს სამშობლოს ღალატისთვის?! რატომ? რატომ და აი, ამიტომ:

„_ ჩიშ, ჩიშ! შე ეშმაკის კერძო! – გადმოსძახა სოლომანმა. – გასაძღომად მიჰყევხარ, შე უბედურო! ჩიშ, ჩიშ!
ჯორმა თითქოს გაიგოო პატრონის სიტყვა, გაჰყვა ბიჭს.
_ მაგ საწყალს ჰგონია, სახლში რომ ტყვილა თავჩამოკრული აბია, აქაც ისე დამემართებაო, და თავის გუნებაში ისევ გარეთ, წმინდა ჰაერზე ყოფნას რჩეობს! – სიცილით თქვა სოლომანმა“.

თეგები: ბიძინა ივანიშვილიმიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025
რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?
ახალი ამბები

რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?

22:13 06-18-2025
ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025
„ბახმუტის შეტევის წარუმატებლობის შემთხვევაში, რუსებს არც ფიზიკური და არც მორალური ძალა აღარ დარჩებათ თავდაცვაში გადასასვლელად“ – გიორგი თავდგირიძე
ახალი ამბები

,,რეალობა ისაა, რომ ჩვენ ვართ აშშ-სა და ევროპისთვის მტრული სახელმწიფო… რუსეთთან ალიანსი ნატო-ს სამიზნედ გვაქცევს” – რას უყვება ,,ალიას” გიორგი თავდგირიძე?

21:01 06-05-2025

ბიზნესი

სთეფ ენერჯი განახლებადი ენერგიის განვითარებისთვის საქართველოში
ახალი ამბები

სთეფ ენერჯი განახლებადი ენერგიის განვითარებისთვის საქართველოში

14:48 06-24-2025
თიბისი გოგონებს ტექსფეროში ახალი შესაძლებლობების კარს უღებს და მათ ზაფხულში Crash კურსების გავლას სთავაზობს
ახალი ამბები

თიბისი გოგონებს ტექსფეროში ახალი შესაძლებლობების კარს უღებს და მათ ზაფხულში Crash კურსების გავლას სთავაზობს

13:51 06-24-2025
„საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ რეინჯერების დასაქმება გრძელდება
ახალი ამბები

„საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ რეინჯერების დასაქმება გრძელდება

13:48 06-24-2025
#ვილაპარაკოთგულწრფელად – სელფი მობაილის კამპანია
ახალი ამბები

#ვილაპარაკოთგულწრფელად – სელფი მობაილის კამპანია

15:51 06-23-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved