• რეკლამა
  • კონტაქტი
02:35, ორშაბათი, 16 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მიხეილ სააკაშვილის ტყვეობიდან დახსნა შესაძლებელია ერთადერთ შემთხვევაში: თუკი რუს ოლიგარქს ანუ რუსეთს ხელიდან გამოვგლეჯთ ამ სახელმწიფოს – ნიკა მელია

ალია ავტორი - ალია
12:13 10-01-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
118

მიხეილ სააკაშვილის ტყვეობიდან დახსნა შესაძლებელია ერთადერთ შემთხვევაში – თუკი რუს ოლიგარქს, ანუ რუსეთს ხელიდან გამოვგლეჯთ ამ სახელმწიფოს. უნდა ვიყოთ გამბედავები, არ უნდა შევეგუოთ მოცემულობებს, უნდა დავიხსნათ სახელმწიფო ოლიგარქისგან – ესაა მიხეილ სააკაშვილის ხსნა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია „ფეისბუქზე“ წერს.

როგორც ნიკა მელია განმარტავს, მიხეილ სააკაშვილი ისჯება იმისთვის, რომ პირველმა გაბედა წინააღმდეგობა გაეწია პუტინის ურდოსთვის.

„წელიწადი გავიდა, რაც მიხეილ სააკაშვილი რუსი ოლიგარქის ტყვეობაშია. რისთვის და რატომ დაიჭირა რუსულმა ოცნებამ მიხეილ სააკაშვილი? საზღვრის კვეთისთვის რომ არ დაუჭერიათ, ეს ბავშვმაც იცის. არც პიჯაკებისთვის და კაჩინსკის საფლავზე დასადები გვირგვინის ყიდვისთვის, არც პრეზიდენტის დისკრეციული უფლების – შეწყალების გამოყენებისთვის, არც მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს მომხდარი შეცდომებისთვის თუ გადაცდომებისთვის ჰყავთ ციხეში გამოკეტილი. ის დაიჭირეს გამბედაობისთვის, შეექმნა რუსეთისგან დამოუკიდებელი სახელმწიფო და გამბედაობისთვის, დაბრუნებულიყო ქართველი ხალხის მონაპოვარის, ამ სახელმწიფოს დასაცავად, რომელსაც ათი წელია ასე მონდომებით ანგრევს ივანიშვილი და მისი კრიმინალური ბანდა

რუსულმა ოცნებამ მას პასუხი აგებინა სწორედ იმისთვის, რომ მან, მიხეილ სააკაშვილმა თანამედროვე ქართული სახელმწიფოს შექმნით საფრთხე შეუქმნა რუსების იმპერიალისტურ ოცნებას და რუსეთის ინტერესებს. ისჯება იმისთვის, რომ პირველმა გაბედა წინააღმდეგობა გაეწია პუტინის ურდოსთვის.

ამისთვის ისჯება იგი უსამშობლოების მიერ! ახლა უკვე მთელი მსოფლიოსთვის ცხადია, რომ მიხეილ სააკაშვილი პუტინის პირადი ტყვეა..” ქართული ოცნების ხელისუფლება” კი პუტინის მეციხოვნეები არიან.

მიხეილ სააკაშვილის ტყვეობიდან დახსნა შესაძლებელია ერთადერთ შემთხვევაში – თუკი რუს ოლიგარქს, ანუ რუსეთს ხელიდან გამოვგლეჯთ ამ სახელმწიფოს.

უნდა ვიყოთ გამბედავები, არ უნდა შევეგუოთ მოცემულობებს, უნდა დავიხსნათ სახელმწიფო ოლიგარქისგან – ესაა მიხეილ სააკაშვილის ხსნა.

მისი თავისუფლების გზა ქვეყნის თავისუფლებასა და რუსეთისგან, რუსული ხელისუფლებისგან განთავისუფლებაზე გადის“- წერს ნიკა მელია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved