• რეკლამა
  • კონტაქტი
18:39, კვირა, 22 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მიხეილ სააკაშვილის მონახულებას დღეს ბრიტანელი სამედიცინო ექსპერტი გეგმავს

ალია ავტორი - ალია
10:50 11-08-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
79

ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელის, მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს დღეს ბრიტანელი სამედიცინო ექსპერტი კორნელიუს კატონა მოინახულებს. ექსპერტი სააკაშვილთან კლინიკა „ვივამედში“ 14:00 საათზე მივა.

როგორც მარიამ ჯიშკარიანი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს, ლონდონის უნივერსიტეტის კოლეჯის ფსიქიატრიის განყოფილების საპატიო პროფესორთან სხვა საკითხებთან ერთად მიხეილ სააკაშვილის მიერ 2021 წლის პირველი ოქტომბრიდან პენიტენციურ და სამედიცინო დაწესებულებებში მის მიმართ განხორციელებული ქმედებების შედეგად განცდილი ფსიქიკური (ფსიქოლოგიური) და მორალური ტანჯვის შესახებ კითხვები იქნება დასმული.

„მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად დაცვის მხარის მიერ დანიშნული ექსპერტიზა გრძელდება, რა მიზნითაც, მიხეილ სააკაშვილს, დღეს, კლინიკა „ვივამედში“ ინგლისელი სამედიცინო ექსპერტი, ლონდონის უნივერსიტეტის კოლეჯის ფსიქიატრიის განყოფილების საპატიო პროფესორი, კორნელიუს კატონა მოინახულებს. კატონა საქართველოს ამ მიზნით დღეს ესტუმრება. ის სხვა, საკუთარი დარგის წამყვან უცხოელ ექსპერტებთან ერთად ჩართულია ექსპერტიზაში, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია „ემპათია“ ატარებს. სხვა საკითხებთან ერთად ექსპერტის წინაშე დასმულია შეკითხვები მიხეილ სააკაშვილის მიერ 2021 წლის პირველი ოქტომბრიდან პენიტენციურ და სამედიცინო დაწესებულებებში მის მიმართ განხორციელებული ქმედებების შედეგად განცდილი ფსიქიკური (ფსიქოლოგიური) და მორალური ტანჯვის შესახებ“, – აცხადებს მარიამ ჯიშკარიანი.

მისივე ინფორმაციით, ბრიტანელი ექსპერტი არის ლონდონის უნივერსიტეტის კოლეჯის ფსიქიატრიის განყოფილების საპატიო პროფესორი და მართავს სამეფო ფსიქიატრიული კოლეჯის ფსიქიატრიულ საავადმყოფოს. „მომზადებული აქვს 2000 სამედიცინო ექსპერტიზაზე მეტი, დაწერილი აქვს არაერთი მნიშვნელოვანი კვლევა და პუბლიკაცია, მათ შორის, პოსტ-ტრავმული აშლილობის, შიმშილით პროტესტისა და პატიმრობაში მყოფ პირთა ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“, – აღნიშნავს ჯიშკარიანი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!
ახალი ამბები

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!

22:28 03-21-2026
ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved