მიხეილ სააკაშვილის მამა, ნიკოლოზ სააკაშვილი, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, საპროტესტო აქციებს აანონსებს.
ნიკოლოზ სააკაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ პროცესები ხელოვნურად არის შეფერხებული და მისი მდგომარეობის დამძიმებით შესაძლოა ფატალური შედეგები დადგეს.
“მე ტრანსპარანტით უნდა დავდგე ქუჩაში, ამ სიცივეში, არა შენობაში და მქონდეს დიდი წარწერა, რომ ვარ ეს, ეს, ეს, ვარ 80 წელს მიღწეული, ნუ მომიკლავთ შვილს. ეს არის ხელოვნურად პროცესების შეფერხება, ან მიყვანა ფატალურ მდგომარეობამდე, ან ისე დაინვალიდება, რომ მერე ძალიან ცუდ მდგომარეობაში გააგრძელოს თავის ცხოვრება. ბატონო ზურა, მოდით ყველაფერი გვერდზე გადადეთ, წარმოიდგინეთ, რომ თქვენი შვილია მიშას მდგომარეობაში, მე რომ ვყოფილიყავი თქვენს ადგილას, მე დღეს გადავდგებოდი”, – თქვა ნიკოლოზ სააკაშვილმა.
კომენტარები