პარტია “გირჩი-მეტი თავისუფლება” დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის მოთხოვნით დაგეგმილ აქციას უერთდება.
გავრცელებულ განცხადებაში პარტია აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფელაბს სჭირდება ძლიერი საპირწონე ძალა, რომელიც აიძულებს ივანიშვილს – წავიდეს დათმობებზე და საბოლოო ჯამში ჩამოსცილდეს ხელისუფლებას.
“ჩვენ არ გვჯერა, რომ ივანიშვილი სააკაშვილს გაათავისუფლებს, არც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, არც იმის გამო, რომ ის პოლიტიკური დევნის მსხვერპლია.
მის გათავისუფლებას სჭირდება ძლიერი საპირწონე ძალა, რომელიც აიძულებს ივანიშვილს – წავიდეს დათმობებზე და საბოლოო ჯამში ჩამოსცილდეს ხელისუფლებას.
ასეთი ძალა ავტოკრატიულ სისტემებში მხოლოდ ერთობით იქმნება. ეს ერთობა ჯერ კიდევ მისაღწევია.
მიუხედავად ამისა, ამ უიმედო და დეპრესიულ გარემოში ნებისმიერი სამართლიანი პროტესტი, რომელიც მიმართულია სისტემის წინააღმდეგ, არის დასაფასებელი.
ამიტომ, ჩვენ ვუერთდებით დღეს დაგეგმილ აქციას 15.00 საათზე”, – წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, აქცია დღეს 15:00 საათზე “ქართული ოცნების” ოფისთან არის დაგეგმილი.
კომენტარები