• რეკლამა
  • კონტაქტი
12:05, ხუთშაბათი, 16 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მიხეილ სააკაშვილი ჭამს იმას, რაც შეუძლია – არ მგონია, ჩვენ რაღაც უგემური ან უხარისხო საკვები მოგვქონდეს – გიული ალასანია

ალია ავტორი - ალია
12:25 01-23-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
169

ადამიანი საკვებს ვერ იღებს და ჭამს იმას, რაც შეუძლია. სამწუხაროდ, იმაზე მეტი არ შეუძლია და იმაზე სხვანაირიც არ შეუძლია. არ ვიცი, რა მაღაზიას გულისხმობს, მაგრამ არა მგონია, ჩვენ რაღაც უგემური ან უხარისხო მოგვქონდეს, ჩემი ინტერესია ჩემი შვილი ამ მდგომარეობაში არ იყოს, – ასე უპასუხა საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ კლინიკა “ვივამედის” გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის განცხადებას, რომ მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრებს მასთან საკვების ის კალორაჟი არ მიაქვთ, რაც მისი გამოჯანმრთელებისთვის საჭიროა.

გიული ალასანიას განცხადებით, სააკაშვილი ექიმების მიერ დასახელებულ საკვებს ვერ იღებს.

“მე არ ვიცი, შეიძლება ქალბატონ ნინოს გამორჩა ის დიაგნოზები და ის განმარტებები, რომელიც ჩვენ სპეციალისტებისგან და მაღალი დონის ექსპერტებისგან მოვისმინეთ, რომლებიც ამბობენ, რომ ადამიანი მოწამლულია. იმის გამო, რომ ორგანიზმში მძიმე მეტალები აქვს, რომელიც არ გამოსულა ორგანიზმიდან, ამაზე აქ ბევრჯერ ვისაუბრეთ, ამის გამო, ადამიანი საკვებს ვერ იღებს და ჭამს იმას, რაც შეუძლია. სამწუხაროდ, იმაზე მეტი არ შეუძლია და იმაზე სხვანაირიც არ შეუძლია. მე არ ვიცი, რა მაღაზიას გულისხმობს, მაგრამ არა მგონია, ჩვენ რაღაც უგემური ან უხარისხო მოგვქონდეს, ჩემი ინტერესია ჩემი შვილი ამ მდგომარეობაში არ იყოს.

ექიმები გვეუბნებიან, რომ საკმარისი კალორაჟი არ არის, მართალია, მკურნალი ექიმი ამას გვეუბნება, მაგრამ საქმე ის არის, რომ ჩამოთვლიან ხორცი უნდა იყოს, თუ სხვა რამე. ეს ადამიანი ვერ იღებს, რამდენჯერაც მოსინჯა, იმდენჯერ უკან დააბრუნა. ორგანიზმი ასეთ საკვებს ვერ იღებს. რასაც თვითონ მისახელებს ის მომაქვს, ხანდახან უთქვამს კიდევაც, მაგრამ ვერ შეუჭამია. აი, ასეთი მდგომარეობაა და ეს არის ჩვენი ძირითადი პრობლემა, ადამიანი იმიტომ ხდება.

რამდენჯერმე აქ ზურაბ ჩხაიძის კომენტარი მოვისმინეთ, რომელიც პირდაპირ ამბობდა, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რაც ჩვენს შესაძლებლობებშია, მაგრამ ჯანმრთელობა არ უმჯობესდება, პირიქით, უკან მიდის. ადამიანი წონაში იკლებს და სუსტდება, თქვენ წარმოიდგინეთ დამხმარე საშუალებითაც ვეღარ გადაადგილდება იმდენად არის დასუსტებული”,-განაცხადა ალასანიამ.

ამასთან, ექსპრეზიდენტის დედამ ჟურნალისტებთან მიმდინარე სასამართლო პროცესზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრმთელობის მძიმე მდგომარეობა გაჭიანურებულ სასამართლო პროცესებს ვერ გაუძლებს.

„ჩემთვის რამდენიმე ექსპერტის დაკითხვის შემდეგ სურათი ნათელი იყო. ჩვენ ხომ არ ვითხოვთ სასჯელი მოუხსენით და იურიდიული მხარე განიხილეთ, საუბარია ჯანმრთელობაზე. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ადამიანს გაყვანა სჭირდება იმიტომ, რომ ამის დაავადებები აქ ვერ განიკურნება. დიახ, ამაზეა საუბარი. ის, რაც ნებისმიერი ადამიანისთვის ნათელია, რატომ არ გახდა ნათელი პენიტენციური სისტემისთვის?!”,-განაცხადა გიული ალასანიამ.

„ვივამედის“ გენერალური დირექტორი ნინო ნადირაძემ აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ერთადერთი, რაც საყურადღებოა, არის წონა. ამის შესახებ ნადირაძემ “იმედის” ეთერში ისაუბრა.

როგორც ნადირაძე აცხადებს, მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრებს მასთან საკვების ის კალორაჟი არ მიაქვთ, რაც მისი გამოჯანმრთელებისთვის არის საჭირო.

„კატასტროფული ნიშნავს, როდესაც პაციენტს კრიტიკული მონაცემები აქვს – ლაბორატორიული, ინსტრუმენტული და ა.შ. ჩვენ არც კრიტიკული, არც სუბკრიტიკული არ გვაქვს. ერთადერთი, რაც ყურადსაღებია, ეს არის წონა, მაგრამ ჩვენ ამ წონას ვერასდროს დავიჭერთ, რადგან ელემენტარული ჩვენი ხვეწნა – მუდარაც, რომ თუნდაც საჭმლის ის კალორაჟი, რაც არის საჭირო მისი ჯანმრთელობისთვის, რომ მოიტანონ ოჯახის წევრებმა, ის კალორაჟიც კი არ მოაქვთ. გაბრაზებული ვარ”,- განაცხადა ნადირაძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:18 07-15-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ნაკრები IOAI 2026-ის ოლიმპიადაზე იასპარეზებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ნაკრები IOAI 2026-ის ოლიმპიადაზე იასპარეზებს

14:29 07-15-2026
მანქანის კონდეციონერი
ახალი ამბები

“ფრეონი აკლია, ძმაო” – დიდი საზაფხულო აფერა – როგორ ამოიცნო მანქანის კონდიციონერის პროფესიონალი ხელოსანი

19:27 07-14-2026
N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია
ახალი ამბები

N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია

16:39 07-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved