• რეკლამა
  • კონტაქტი
18:55, ხუთშაბათი, 11 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლას ნანობს” – სააკაშვილის მკურნალი ექიმი

ალია ავტორი - ალია
10:52 02-27-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
536

“ხელისუფლება რა შუაშია? ჩემს საქმეში მე ვარ უფროსი. რა უნდა მითხრან, რომ არ გავაკეთო ის, რაც საჭიროა. ბევრ რამეს ვაკეთებ, რომ პაციენტის ინტერესები დაცული იყოს. მდგომარეობა რომ დამძიმდება და მაჩვენებლები ნამდვილად კრიტიკული გახდება, სატურაციას ვერ დავიჭერთ და არტერიულ ჰიპერტენზიას, მას ჩემთან ერთი წუთით არ გავაჩერებ”, ამის შესახებ “ვივამედში” სააკაშვილის მკურნალი ექიმი, თამარ დავარაშვილი აცხადებს იმის პასუხად, რომ მუდმივად ისმის ბრალდებები – “ხელისუფლება კლავს მიხეილ სააკაშვილს”.

თამარ დავარაშვილი ამბობს, რომ სააკაშვილის მკურნალობა მისი და კლინიკის პასუხისმგებლობის საკითხია.

“ამის გამო შეიძლება პასუხისგებაში მიმცენ. ის უკვე სარეანიმაციოო იქნება. როგორც ასეთი მაჩვენებლებით რეანიმაცია არ მიიღებდა, ისე მე ვერ გავაჩერებ. მანამდე არ უნდა მივიდეს, ნუ ცდის ორგანიზმს, ამაზე მაქვს კამათი. მისი, როგორც ადამიანის მესმის. ჩვენ ბევრ რამეზე გვისაუბრია. ამბობს, ასეთი შეცდომა არ უნდა მომსვლოდაო, მაგრამ ფაქტი სახეზე გვაქვს“, – განაცხადა დავარაშვილმა.

როგორც მანა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლას ნანობს.

გარდა ამისა, თამარ დავარაშვილი მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების განცხადებებს გამოეხმაურა, თითქოს სამედიცინო ისტორია გაყალბდა.

როგორც მან განმარტა, თავს არ იმართლებს, მაგრამ სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება ადვოკატმა არ იცის. ის ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილი საბოლოოდ, შიმშილობას შეწყვეტს და მკურნალობას დათანხმდება.

„სახალხო დამცველის აპარატმა ისტორია მომთხოვა. ვუთხარი, სანამ საბოლოო ფორმას არ მივცემ, ვერც მოგცემთ – მეთქი. არ მინდა ამდენი შეურაცხყოფა. კლინიკაზე პასუხისმგებლობა როგორ არ არის, მაგრამ იქ უნდა ნახონ, რატომ მოხდა ფაქტი, ექიმმა დაუშვა შეცდომა? ვფიქრობ, რომ როცა მომენტი იქნება, ეს კაცი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს“, – განაცხადა თამარ დავარაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი
ახალი ამბები

Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი

13:15 06-11-2026
სანტექნიკოსი გამოძახებით
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ გაჭედილი ცენტრალური მილი და წყლის ფარული გაჟონვა? – 9 ნიშანი, რომ გჭირდება სანტექნიკოსი გამოძახებით

20:19 06-10-2026
ბინის დაქირავება
ახალი ამბები

5 ყველაზე გავრცელებული შეცდომა ბინის დაქირავების დროს

19:15 06-10-2026
თიბისის მხარდაჭერით, საცხოვრებელი კომპლექსი „აპექს ჰოლბრუკი“ შენდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, საცხოვრებელი კომპლექსი „აპექს ჰოლბრუკი“ შენდება

14:30 06-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved