საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევი განცხადებას სატრანზიტო მარშრუტებთან დაკავშირებით ეხმაურება. სააკაშვილის შეფასებით, მსგავსი განცხადებები ძირს უთხრის იმ გეოპოლიტიკურ მიღწევებს, რომლებიც საქართველომ 1990–2000-იან წლებში მოიპოვა.
სააკაშვილის განცხადებით, ქვეყანა მძიმე გეოპოლიტიკურ ჩიხშია მოქცეული.
„ილჰამ ალიევის განცხადება, რომ დღეს სატრანზიტო მარშრუტი საქართველოზე გადის და ხვალ სომხეთზე გაივლის, ანგრევს ყველაფერს რასაც მივაღწიეთ 90-იან და 2000-იან წლებში, როგორც ქვეყანამ.
საქართველო შესულია უმძიმეს გეოპოლიტიკურ ჩიხში, რომელიც უახლოეს ხანში დასრულდება, ან ჩვენი როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს გაუქმებით, ან მაფიოზი **ბიძინა ივანიშვილი**ს მარწუხებიდან თავის დაძვრენით და ქვეყნის სწრაფი განვითარების გზაზე, ხელახლა გასვლით”, — წერს სააკაშვილი.














კომენტარები