• რეკლამა
  • კონტაქტი
14:36, ხუთშაბათი, 8 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მიხეილ სააკაშვილი: სამწუხაროდ, ფილმი “იარე ლიზა”, რომელიც წულუკიანის ბრძანებით დაფინანსდა, რუსული პროპაგანდის განუყოფელი ნაწილია, ისევე როგორც ფარცხალაძის ტროლფაბრიკები

ალია ავტორი - ალია
17:33 09-23-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
8,262

ძალიან კარგმა რეჟისორმა – ნანა ჯანელიძემ გადაიღო ახალი ფილმი “იარე ლიზა”. ამ ფილმში ჩემი მეგობრები თამაშობენ და ფილმი სახელმწიფოს მიერაა დაფინანსებული. ბევრმა ჟურნალისტმა ფილმის ფაბულა აღიქვა, როგორც აფხაზებისთვის ბოდიშის მოხდის მოტივი. არ მინდა ვინმეს ვაწყენინო, უბრალოდ მინდა ჩემი აზრი გამოვთქვა, იმის გათვალისწინებით, რომ აფხაზეთში მცხოვრებ ქართველებში და აფხაზ ახალგაზრდებში დიდი მხარდაჭერა მაქვს. – ამის შესახებ მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვუილი სოციალურ ქსელში წერს.

“ვისაც ბოდიშის მოხდის სურვილი გაქვთ, პირველ რიგში, დაიწყეთ იმ ოჯახებისადმი ბოდიშის მოხდით, რომელთა ოჯახის წევრების თავებითაც ფეხბურთი ითამაშეს. ჩემი მეგობრის, დახვეწილი სოხუმელი ინტელიგენტის – მიშა კოკაიას, რომელიც სოხუმში შემოსვლისას ერთ-ერთი პირველი დახვრიტეს აფხაზებმა, მისი ნათესავებისთვის ბოდიშის მოხდით. იქნებ გაიხსენოთ ჟიული შარტავას, მამია ალასანიას და მათთან ერთად დაღუპული სრულიად უიარაღო ქართველების, მათ შორის სოხუმის მერის გაბისკირიას დახვრეტა, რომელმაც მუხლებზე დადგომაზე უარი თქვა და იქნებ მათ ნათელ ხსოვნას მოვუხადოთ ბოდიში იმისთვის, რომ მათ მკვლელებს პასუხი დღემდე ვერ ვაგებინეთ.

არ დავივიწყოთ აფხაზეთში დაცემული უკრაინელებიც!

იქნებ ბოდიში მოუხადოთ თქვენი კოლეგის – ლევან აბაშიძის სანათესავოს, რომელსაც მძინარეს ოთახში ხელყუმბარა შეუგდეს და იქნებ სათითაოდ მოუხადოთ ბოდიში 400 ათასზე მეტ აფხაზეთის მაცხოვრებელს, რომელთაც იძულებით დაატოვებინეს სამშობლო და დააკარგვინეს ყველაფერი.

სამწუხაროდ, ეს ფილმი, რომელიც წულუკიანის ბრძანებით დაფინანსდა, რუსული პროპაგანდის განუყოფელი ნაწილია, ისევე როგორც ფარცხალაძის ტროლფაბრიკები.

ჩვენ გვაგუებენ საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი ტერიტორიის დაკარგვას, ამისთვისაც მოკლეს ლაზიკის პროექტი და ქუთაისის პარლამენტს ბოქლომი დაადეს იმიტომ, რომ ორივე დიდი პროექტი აფხაზეთთან გვაახლოებდა.

მიუხედავად ყველა მცდელობისა, აფხაზთა დიდი ნაწილი მიხვედრილია თუ რა უბედურ დღეში ჩააგდო რუსეთზე დამოკიდებულებამ – აფხაზეთში დრო გაჩერებულია, ყველაფერი განადგურებულია, ნარკომანია მასობრივად მოდებულია ახალგაზრდებში და პერსპექტივა საერთოდ არ ჩანს. სანამ მე, ერთ ცალკე აღებულ ქართველს – მიხეილ სააკაშვილს და მილიონობით ქართველს პირში სული გვიდგას, არც ბოდიშს მოვიხდით და არც აფხაზეთის დაკარგვას არ დავუშვებთ.

უკრაინის ფონზე, ჩვენი გარდაუვალი ევროინტეგრაციისა და თავად აფხაზეთში დარჩენილი მოსახლეობის განწყობის გათვალისწინებით, ჩვენი გაერთიანება ერთი ხელის გაწვდენაზეა და ამ გზაზე ვერავინ აგვაღებინებს ხელს.
ჩვენ 2004 წელს აჭარაზე სუვერენიტეტი აღვადგინეთ. ბათუმის სასწაული ძალიან მძლავრ სიგნალს უგზავნის სოხუმს, ხომ მაგარია ჩემი ბათუმი? – სოხუმი კიდევ უფრო გამაოგნებლად მიმზიდველი და განვითარებული იქნება.” – წერს მიხეილ სააკაშვილი “ფეისბუკში”.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

“ქართული ბრენდის დღეზე” სადაზღვევო კომპანია „ვაიზერი“ კრეატიული რებრენდინგისთვის დაჯილდოვდა
ახალი ამბები

“ქართული ბრენდის დღეზე” სადაზღვევო კომპანია „ვაიზერი“ კრეატიული რებრენდინგისთვის დაჯილდოვდა

14:37 01-06-2026
როცა ახალი წელი მართლაც იწყება
ახალი ამბები

როცა ახალი წელი მართლაც იწყება

14:46 01-01-2026
რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის
ახალი ამბები

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის

19:19 12-30-2025
ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

13:49 12-30-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved