• რეკლამა
  • კონტაქტი
10:05, ხუთშაბათი, 18 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მიხეილ ხუბუტია დააკავეს

ალია ავტორი - ალია
16:23 05-17-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
719

რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი მიხეილ ხუბუტია დაკავებულია. რუსული მედიის ინფორმაციით, მეგობარი ქალის ცივი იარაღით დაჭრაში ეჭვმიტანილი ხუბუტია საგამოძიებო უწყებაში თავად გამოცხადდა და დანაშაული ნაწილობრივ აღიარა.

როგორც მოსკოვის ოლქის საგამოძიებო კომიტეტის მთავარი საგამოძიებო სამმართველო იტყობინება, გამოძიებით დადგინდა რომ 2025 წლის 24 აპრილს ხუბუტიამ ნაჯახის ყუით დარტყმები მიაყენა იულია ვანს, რამაც მაჯის დახურული მოტეხილობა, ასევე კიდურების ჭრილობები და დაჟეჟილობები გამოიწვია.

საგამოძიებო კომიტეტი ბიზნესმენისა და ყოფილი თანამდებობის პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შერჩევისთვის სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავს.

ხუბუტია და იულია ვანი ურთიერთობაში იყვნენ 2024 წლის დეკემბრამდე და წყვილს შვილიც შეეძინა. ქალის ნათესავების თქმით, მას შემდეგ, რაც იულია ვანმა დაშორება გადაწყვიტა, ხუბუტიამ მის მიმართ მუქარები დაიწყო და დაჰპირდა, რომ ბავშვს და ქონებას წაართმევდა, თავად ქალს კი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გამოკეტავდა. ხუბუტიამ ყოფილ შეყვარებულს დაზიანებები მაშინ მიაყენა, როდესაც მათ მცირეწლოვან შვილს მეზობელ ოთახში ეძინა.

ხუბუტიას წინააღმდეგ საქმე აღძრულია ქალის მკვლელობის მცდელობის, ფიზიკური ზიანის მიყენებისა და მკვლელობის მუქარის მუხლებით.

წყარო: „მთავარი არხი“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

საქართველოს ტურიზმი: რომელი რეგიონები ხდება უფრო პოპულარული?
ახალი ამბები

საქართველოს ტურიზმი: რომელი რეგიონები ხდება უფრო პოპულარული?

20:51 12-17-2025
იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
აიხდინე საახალწლო სურვილები, მიიღე ყველაზე მაღალი შეფასება ოქროზე ექსპრეს ლომბარდში!
ახალი ამბები

აიხდინე საახალწლო სურვილები, მიიღე ყველაზე მაღალი შეფასება ოქროზე ექსპრეს ლომბარდში!

19:26 12-17-2025
გამკაცრდება თუ არა რეგულაციები მეორად საბურავებთან დაკავშირებით?!
ახალი ამბები

გამკაცრდება თუ არა რეგულაციები მეორად საბურავებთან დაკავშირებით?!

17:02 12-17-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved