• რეკლამა
  • კონტაქტი
02:08, შაბათი, 14 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ზოგიერთი მათგანის სახელი და გვარის ხსენებაც მზარავს… მიხარია, რომ მომავალ სასწავლო წელს მათ გარეშე შევხვდები!“ – რა პოსტი მიუძღვნა ზუგდიდელმა მასწავლებელმა მე-12 კლასელებს

ალია ავტორი - ალია
17:03 05-23-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
46

ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის ქიმიის პედაგოგმა ხათუნა ქვარცხავამ სოციალურ ქსელში 2020 წლის კურსდამთავრებულებს პოსტი მიუძღვნა. მასწავლებელი სიძულვილის ენის შემცველი სიტყვებით წლევანდელი გამოშვების მოსწავლეებს ემშვიდობება და როგორც ამბობს, უხარია, რომ ახალ სასწავლო წელს მათ გარეშე შეხვდება. მას ასევე ჰყავს ფავორიტი მოსწავლეებიც, რომელსაც პოსტში სახელებით მოიხსენიებს, ხოლო მათგან განსხვავებით, ზოგიერთის სახელი და გვარის ხსენება ზარავს.

“ჩემთვის 26-ე გამოშვება. უცნაური დღევანდელი მდგომარეობის გამო და არა მხოლოდ. არ ირეკება ბოლო ზარი, არ ვწერთ კეთილ სურვილებს მოხატულ პერანგებზე, რაც ყოველთვის გულისამაჩუყებელი იყო და ცრემლებს მგვრიდა. დღეს ეს განცდა არ მაქვს. პირიქით, ვფიქრობ და მიხარია, რომ მომავალ სასწავლო წელს მათ გარეშე შევხვდები! (რა თქმა უნდა დიდ უმრავლესობას ერ ეხება), ზოგიერთი მათგანის სახელი და გვარის ხსენებაც მზარავს. თუმცა მყავს ფავორიტებიც. თუ 18 წლის არ ვარგიხარ, ვერც 78-ის ივარგებ. თქვენ უკვე ხართ 18 წლის, ხართ კარგი ადამიანები, კაცური კაცები. თქვენ იცით, რომ პირველ რიგში ეს არის მთავარი. თქვენ შეგიძლიათ თავაწეულებმა იაროთ ცხოვრებაში, სიკეთე და ბედნიერება მოუტანოთ თქვენს ირგვლივ მყოფ ადამიანებს. იარეთ, იარეთ, იარეთ, ამინ!”, – წერს მასწავლებელი.

დაახლოებით ერთ საათში მასწავლებელმა პოსტი მას შემდეგ წაშალა, რაც პირველი საჯარო სკოლის დირექტორს ნინი გოგინავას არაერთმა ადამიანმა დაურეკა. პოსტმა სოციალური ქსელის მომხმარებლებსა და კურსდამთავრებულებში აღშფოთება გამოიწვია.

ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის დირექტორის ნინო გოგინავას თქმით, მასწავლებლის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს, სამეურვეო საბჭო და დისციპლინური კომიტეტში ორშაბათს განიხილავენ და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ.

თავად პედაგოგი ამბობს, რომ გული ჰქონდა დაწყვეტილი ერთ-ორ ბავშვზე.

”განაწყენებული ვიყავი, არ ვიმსახურებდი, ჩემი გულისტკივილი დავწერე. ყველამ იცის ჩემი განვლილი გზა და როგორი პედაგოგიც ვარ მე, ერთი სტატუსით ხომ არ განისაზღვრება ყველაფერი და ყველამ ძალიან კარგად იცის თუ რის საფუძველზე დავწერე მე ეს სტატუსი. მე მთელი არსებით ვემსახურები სკოლას”, – თქვა პედაგოგმა.

Timer.ge

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved