• რეკლამა
  • კონტაქტი
20:53, პარასკევი, 23 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„მგონია, ყველაზე დამსახურებული კანდიდატი შეიძლება გუბაზ სანიკიძე ყოფილიყო“ – ირაკლი ზარქუა

ალია ავტორი - ალია
17:19 12-19-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
305

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატებში თავისი ფავორიტი ჰყავს.

ზარქუას თქმით, ის აღნიშნულ პირს არ დაასახელებს, თუმცა, აღნიშნავს, რომ სამართლიან ბრძოლაში, ღირსეულმა „ნაცმა“ უნდა გაიმარჯვოს.

„იმ რადიკალების ჯგუფში ბატონი რომან გოცირიძე არის მსხვერპლი. ორი, თუ სამი ჯგუფი გამოიკვეთა, მეოთხეც, ქალბატონი მამულაშვილიც დაემატა, ტრაგიკომედიაა. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის და ჩვენთვის, ეს მეათეხარისხოვანია, ჩვენ პირიქით, რამე სანახაობა რომ გვინდა ვნახოთ, გადავრთავთ ხოლმე, ჩვენთვის არაფრის მომტანია, არც ქვეყნისთვის. უბრალოდ, ვაკვირდებით, როგორ ხდება კეზერაშვილის ფულისთვის ნადირობა. წინასაარჩევნო კაპანია აქვთ, მათ შორის, მელიას, ხაბეიშვილს, მუმლაძეს და ნონა მამულაშვილს, ერთმანეთს ეჯიბრებიან რადიკალიზმში – ეს იყო საფუძველი – ერთმა მეორეს უთხრა, შენ საკმარისად რადიკალი არ ხარო, იმან უთხრა, მტყუნისო?! ერთმანეთში არიან ასე გადაძახება-გადმოძახებაში, უბრალოდ, აქ ნონა როგორ მოხვდა, ვერ ვხვდები, საიდან მოხვდა, მაგრამ კი ბატონო, ალბათ, მასაც აქვს უფლება მიუხედავად იმისა, რომ პარტიის წევრი არაა, ისეთი ქაოსია, რატომაც არა? – კი ბატონო. მე მაგალითად, მგონია, ყველაზე დამსახურებული კანდიდატი შეიძლება გუბაზ სანიკიძე ყოფილიყო, რადგან მან დაიწყო პირველი შეტევა თავიანთი უმოქმედობიდან გამომდინარე, პირველი მან ამოიღო ხმა. ეს, რა საკვირველია, ხუმრობით. მე ფავორიტი მყავს ამ ბრძოლაში. ვისურვებდი, იქ ღია და გამჭვირვალე იყოს პროცესი, იქ არ უნდა დაიჩაგროს, სამართლიან ბრძოლაში, დაე, ღირსეულმა „ნაცმა“ გაიმარჯვოს.

მერე შეიძლება არჩევნებში ჩარევა დამაბრალონ, ასე რომ, თავს შევიკავებ, თუმცა, ცნობილია, იმ ბრძოლაში ჩემი ფავორიტი ვინ არის. რაც შეეხება მანდატების დატოვებას, ის ადამიანები, რომლებიც პარლამენტში არიან, ხვდებიან, რომ აბსურდს დაემსგავსა, სანახაობაც აღარ არის, ისე გაიცვითა ეს თემა, რომ მეორე წელია – დავტოვებთ, შემოვალთ, დავრჩებითო, თვითონაც უხერხულში არიან. მართლებიც არიან, ვინც შიგნითაა. გარეთ რომ არიან, ისინი რას აკეთებენ და ესენი ახმოვანებენ მაინც რაღაც ჯგუფის, თუნდაც, არასწორ მესიჯებს, მაგრამ ხომ ახმოვანებენ? გარეთ რომ გავლენ, ესეც დაეკარგებათ – ტრიბუნა და მგონია, რომ მმართველ პარტიას, ყოველთვის ჭირდება ღირსეული კონკურენტი, ღირსეული, არგუმენტირებული, მტკიცებულებებზე დამყარებული შენიშვნების, რეკომენდაციების და თუნდაც, კრიტიკის მოსმენა პარლამენტში. სამწუხაროდ, დღეს, ეს არ გვაქვს.

საქართველოს პარლამენტი ლეგიტიმურია, ოპოზიცია წარმოდგენილია. ასეთი მრავალფეროვანი საქართველოს პარლამენტი არასდროს ყოფილა, შესაბამისად, ვინმეს თუ სახლში წასვლა და ჯდომა უნდა, კი ბატონო, მივიდეს, არავინ უშლის, მაგრამ მგონია, რომ ეს მათი მხრიდან შეცდომაა“, – განაცხადა ზარქუამ.

წყარო: „ინტერპრესნიუსი“

თეგები: ირაკლი ზარქუა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:06 10-23-2026
ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია

13:48 10-23-2026
სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს
ახალი ამბები

სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს

13:10 10-23-2026
თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდან შეგიძლიათ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდან შეგიძლიათ

15:29 10-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved