• რეკლამა
  • კონტაქტი
02:58, კვირა, 15 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„მგონი, პრეზიდენტს ახალი წლის ღონისძიებებზე მისაწვევსაც აღარ გაუგზავნიან“ – სალომე ზურაბიშვილი

ალია ავტორი - ალია
21:53 11-04-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
265

“როგორი ლამაზი სიტყვებითაც არ უნდა ისაუბროს დღეს ვინმემ ჩვენი ხელისუფლებიდან, ფაქტი ფაქტად რჩება, რომ 2018 წლის შემდეგ ოკუპაციის პირობებში მცხოვრები ქვეყანა ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის გარეშე მუშაობს, რაც კატასტროფაა, რადგან ყველას კარგად აჩვენებს, რამდენად არასახელმწიფოებრივი, არასისტემური, არაინსტიტუციურია საკუთარი ქვეყნის მიმართ დამოკიდებულება. ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია ლამაზი სიტყვების კრებული და რაღაც დოკუმენტის სახელი კი არ არის, არამედ ფუნდამენტური ტექსტია, ქვეყნის კონსტიტუციის შემდეგ, რომლის შესაბამისადაც უნდა გაიმართოს, როგორც ჯარი, ასევე მთლიანად ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემა. რომელშიც უნდა იყოს გაცემული პასუხი მთავარ კითხვებზე: დაწყებული, რა საფრთხეების წინაშეა ქვეყანა, გაგრძელებული იმით, როგორ უნდა ვუპასუხოთ საფრთხეებს და დასრულებული იმით, რა რესურსები გამოვყოთ ან მოვიძიოთ იმისთვის, რომ საფრთხეებზე ჩვენი პასუხი იყოს ადეკვატური“, – აცხადებს  თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“

ხიდაშელი „უცნაურს“ უწოდებს იმ ფაქტს, რომ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომას საქართველოს პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე არ ესწრებოდნენ.

ამასთან ხიდაშელი განმარტავს, რომ პრეზიდენტის დასწრებას სხდომაზე კანონი არ ითვალისწინებს, თუმცა არსებობს საკითხები, რაც „დაუწერელი კანონია“:

„არავის აქვს საბჭოს სხდომაზე პრეზიდენტის დაპატიჟების ვალდებულება. არსებობს ამბები, რაც თავისთავად იგულისხმება. მაგალითად, არსად გვიწერია კონსტიტუციაში, უცხო ქვეყნის პრეზიდენტი რომ ჩამოდის, შენი ქვეყნის პრეზიდენტი არათუ საქმის კურსში უნდა გყავდეს, არამედ ფორმალური, ხელის ჩამორთმევის დონეზე შეხვედრა მაინც აუცილებლად უნდა გაიმართოს, რადგან პრეზიდენტის ვიზიტია და შესაბამისი ინსტიტუცია თუ არსებობს ქვეყანაში, მაშინ სწორედ ის უნდა იყოს ერთ-ერთი მასპინძელი მხარე. არც ეს გვიწერია კონსტიტუციაში, მაგრამ არ მგონია, რომ დედამიწაზე ვინმეს ეპარებოდეს ეჭვი იმაში, რომ ეს აბსოლუტური აუცილებლობაა და დიპლომატიის ერთგვარი დაუწერელი კანონია“, – განაცხადა ხიდაშელმა და დასძინა: „მგონი, ახალი წლის ღონისძიებებზე მისაწვევსაც აღარ გაუგზავნიან“.

ხიდაშელის თქმით, საქართველოს პრეზიდენტს „ძალიან ბევრი ბერკეტი აქვს, რითაც საკუთარ თავს აბსოლუტურ აუცილებლობას გახდის ქვეყანაში“ და მათ შორის აღმასრულებელი ხელისუფლებისთვისაც „გახდის გასაგებს, რომ მას სხვანაირად უნდა ელაპარაკონ“.

„მაგალითად, მე ნიკა გვარამიას გავუშვებდი ციხიდან. ნიკა გვარამია იმიტომ უნდა გაუშვას ციხიდან, რომ ის აბსოლუტურად უკანონო პატიმარია, პოლიტპატიმარია, ანგარიშსწორების გამო არის დღეს ციხეში, ის ზის ციხეში ამბისთვის, რომელსაც სისხლის სამართლის კოდექსში დანაშაულიც კი არ ჰქვია“, – აცხადებს ხიდაშელი.

 

თეგები: თინა ხიდაშელი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved