“მგონი, „ნაციონალურ მოძრაობას” კოალიცია და რიგგარეშე არჩევნები დასჭირდება საკუთარ პარტიაში”, – ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა გააკეთა
როგორც მაჭარაშვილი აღნიშნავს, პარტიაში დაყოფილები არიან რადიკალ მიშისტებად და “ნაციონალური მოძრაობის” წევრებად, რასაც თავად ლიდერებიც კი არ მალავენ.
“აქედან გამომდინარე, შეიძლება პარტიის თავმჯდომარის რიგგარეშე არჩევნები დასჭირდეთ, ამას აღარც მალავენ, დაყოფილები არიან კატეგორიებად, რადიკალი მიშისტები და დანარჩენი “ნაციონალური მოძრაობის” წევრები.
ამ პარტიის პოლიტიკური ველი ნელ-ნელა ცარიელდება და ეს უნდა შეავსონ იმ ობიექტურმა პოლიტიკურმა ძალებმა, რომლებსაც სურთ, რომ საპარლამენტო ნორმალური პროცესი იყოს საქართველოში. აქედან გამომდინარე, შემოვა “ნაციონალური მოძრაობა” და ჩაერთვება თუ არა საპარლამენტო პროცესში, არის მათი გადასაწყვეტი,”- განაცხადა მაჭარაშვილმა.
კომენტარები