„ლაშა ბაქრაძე! “MEMENTO MORI”.. მგონი დახვრეტას გიპირებს წულუკიანი, მაუზერით ხელში ქართული პოეზიის სადარაჯოზე“, – ასე ეხმაურება გიგი უგულავა კულტურის სამინისტროს განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმმა გამოსცა ელენე ბაქრაძის (დარიანი) წიგნი, სადაც ხსენებული ავტორის კუთვნილებად გამოცხადებულია ანა კალანდაძის ორი ლექსი. ამასთან, კულტურის სამინისტრო არკვევს, თუ რამ განაპირობა ესოდენ მასშტაბური რეზონანსის გამომწვევი შეცდომა ისეთ სოლიდურ დაწესებულებაში, როგორიც ლიტერატურის მუზეუმია.
კომენტარები