• რეკლამა
  • კონტაქტი
04:20, კვირა, 1 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„მეზობლის ვაჟმა, რომელიც შევარდნაძის დაცვაში მუშაობდა,გამოიყვანა….მეორე დღეს გარდაიცვალა……ზურგი ,ცემისგან ჰქონდა დალურჯებული…“ – რას იხსენებს სანდრო ბრეგაძე

ალია ავტორი - ალია
19:20 01-09-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
19,598

„ქართული მარშის“ ლიდერი, სანდრო ბრეგაძე:

„უსახელო გმირები ‼️
კარლო ტორონჯაძე ‼️
ბიძაჩემი რომელიც ხუნტის ჯალათებმა მოკლეს ზვიად გამსახურდიას ერთგულების,სამშობლოს სიყვარულის გამო ‼️
მისი მეუღლის,ეროვნული მოძრაობის ვეტერანის დოდო თელიას მონათხრობი :
1992 წლის იანვრის 6-ში პრეზიდენტი რომ გადახვეწეს საქართველოდან,მომდევნო დღეების ერთ ქარიან,ყინვიან,უშუქო ღამეს მხედრიონელთა მოთარეშეები სახლში მოგვივარდნენ….
არც მიკითხავს,ვინ აბრახუნებდა,ისე გავაღე კარები და….. ავტომატმომარჯვებულები იდგნენ…..
შემოვიდნენ…
კარლო სავარძელში მჯდარი ავტომატიანების დანახვაზე გაკვირვებით ეკითხება,ვინ ხართ,აქ რა გინდათ? ……..
ჩემს დასაპატიმრებლად მოსულან…
მაშინ მეც წამოვალ, მინდა,ვიცოდე,რა გინდათ….
ამასობაში წიგნების თაროდან წიგნი აიღეს და ერთმანეთს ჩუმად უთხრეს, ზვიადის წიგნიო……”
მანქანაში ჩაგვსვეს….აქეთ-იქიდან მოგვისხდნენ და …..ქალაქი ისე იყო ჩაბნელებული,უადამიანო, გაუბედურებული საქართველოსავით…..მიგვიყვანეს ,,იმელის”შენობაში….. ოთახი,სადაც შევედით შავქუდიანი მოთარეშეებით იყო სავსე……
სიგარეტის ბოლისგან გაბუტული ოთახში ძლივს გავარჩიე ,სად ვიყავით. დაგვსვეს მაგიდასთან….,,
სუფრისა თავსა მჯდომარე” უფროსი გაგვეცნო ზაზა გაბუნიად (ეს პერსონა მერე,ხშირად მაშინებდა)
შემოვიდა ვახუშტი კოტეტიშვილი,ბიჭებო,მანქანა დავაყენე თქვენთან ეზოში და მიმიხედეთ….
ესენი ვინ არიანო იკითხა თავისი ჟიჟღინა ხმით……
ერთხანს გვიყურა ცინიკურად……….
აბა…..
დაიწყო დაკითხვები……
ზვიადი,ზვიადი… ერთმა გაწრიატებულმა უგვანომ წამოიძახა,ზვიადის წიგნი ჰქონდათ თაროზე შემოდებულიო….
კარლომ შეხედა იმ უწიგნურს და უთხრა: შენც დაწერე ამნაირი წიგნი და შენს წიგნსაც შემოვდებ თაროზე…
მერე დაყოვნების გარეშე მიუბრუნდა იმ ,,სუფრის თავკაცს”:
თქვენ აქ ხარ,ვისაც არ ვიცი,რა გაგიკეთებიათ კარგი ქვეყნისთვის და ის კი ,სამშობლოდან გადახვეწეთო…….
ხმას არავინ იღებდა….. მერე,გვერდითმჯომმა უპასუხა,მართალია,ასე იყო,მაგრამ ახლა არ იყო მართალი და ასე მოხდაო…!( გვარი არ ვიცი იმ კაცის) ..
მერე ზაზა გაბუნია მომიბრუნდა,ამ კაცის პატივისცემით,,კაპეზეში” არ ჩაგსვამთ,მაგრამ გაფრთხილებთო…… იმდენად გააოცა კარლოს სიდინჯემ,ცოდნამ და დასაბუთებამ მომხდარის შესახებ,რომელიც ალბათ,ასე ღიად ვერავინ შეჰბედა…….. წამოგვიყვანეს სახლში უთქმელად.
მერე კი …….1992 წლის ოქტომბრის 18-ს კარლო წავიდა ტელევიზიაში,ვიღაც უნდა ენახა.. ყველა კაბინეტი დაკეტილი დახვდა და დარბაზი იყო სავსე ხალხით; იქ შევიდა,კარებთან შეჩერდა….მოდარბაზენი ბობოქრობდნენ….საქართველოს დამოუკიდებლობა სად გაგონილა….არაფერი ჩვენ არ გვაქვს,ტუალეტის ქაღალდსაც ვერ ვაკეთებთ……არაფერი არ ვიცით…..!
კარლომ ამაზე : რას ამბობთ,საქართველო უმდიდრესი ქვეყანაა ნიჭიერი ხალხით,რესურსებით, ტუალეტის ქაღალდი კი არა, ტრაქტორებს ისეთს ვაკეთებთ……
არ დაამთავრებინეს სათქმელი…
მისცვივდნენ,ზვიადისტი ყოფილა,აქ შემოპარულაო……
ე.წ.წითელი ინტელიგენციის ჯალათები პოეტ მიხეილ ქვლივიძის მეთაურობით დაესივნენ და უმოწყალო ცემა დაუწყეს
შემდეგ მილიციას ჩააბარეს და დახშული მანქანით მხედრიონელთა საპატიმროში მიიყვანეს……
იქ დაიწყო საშინელი წამება,შუბლზე და კეფაზე ავტომატის ლულა,მკერდზე დანის ჩამოსმა……. საკანში ჩასვეს….ირაკლი ურუშაძე,ირაკლი გოცირიძე დახვდა დაპატიმრებულებში. ირაკლიმ პიჯაკი გაიხადა და მოახურა…….
უკვე სიკვდილი შეჰყოლოდა ფეხდაფეხ….
მეზობლის ვაჟმა ,რომელიც შევარდნაძის დაცვაში მუშაობდა,გამოიყვანა….მეორე დღეს გარდაიცვალა……ზურგი ,ცემისგან ჰქონდა დალურჯებული……. მისი საფლავი ,,თბილისის ზღვის” სასაფლაოზეა მხედრიონელთა უძვირფასესი ქვებით დამშვენებულ საფლავებს შორისაა უბრალო,ღარიბული ,სადა …ასეთი ყოფილა ნიჭიერი,პატიოსანი,უხმაურო კაცის ბედი !!!!!!!!!!!!!!”
ასეთი გმირი ბევრი ყავდა საქართველოს 1991-92 წლების გადატრიალების დროს.გმირები რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობას და სიმბოლოს ზვიად გამსახურდიას იცავდნენ,ყველაზე ძვირფასს – სიცოცხლეს წირავდნენ სამშობლოსათვის !!!“
თეგები: სანდრო ბრეგაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება

14:43 02-27-2026
სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!
ახალი ამბები

სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!

13:20 02-27-2026
რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved