• რეკლამა
  • კონტაქტი
14:22, სამშაბათი, 11 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მეუფე ზენონის რაიმე დანაშაულს და გადაცდომას ვერ ვხედავ – მეუფე გრიგოლი

ალია ავტორი - ალია
14:04 02-21-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
47

მეუფე ზენონის რაიმე დანაშაულს და გადაცდომას ვერ ვხედავ, არამედ ყველაფერი მოქმედ დებულებასთან იყო თავსებადი, – ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, უნდა მიეცეს თუ არა, მეუფე ზენონს შენიშვნა იმის გამო, რომ მან პატრიარქთან შეუთანხმებლად მისცა განტევების სიგელი მისივე ეპარქიის სასულიერო პირს.

,,პატრიარქს ჩვენ პატივსვცემთ, ჩვენი ეკლესიის მეთაურია და უხუცესი ადამიანია, მღვდელმთავრები თითქოს სკოლის დამნაშავე მოსწავლეებივით გამოგყავთ. მეუფე ზენონის ქმედება, რომ განტევება მისცა თავის ერთ-ერთ მღვდელს არანაირად წინააღმდეგობაში არ მოდის დღემდე მოქმედ საეკლესიო გამგეობის დებულებასთან და სწორედ იმიტომ, რომ წინააღმდეგობაში არ მოდის და დღემდე ეს მუხლი იქ, არ ყოფილა, სინოდმა იმსჯელა და დაამატა ეს მუხლი, შეიტანა ცვლილება, რომ როდესაც საქართველოს ფარგლებს გარეთ გადადის შემდგომი მსახურებისთვის, რა თქმა უნდა, ეს უნდა შეთანხმებულიყო კათოლკოს პატრიარქთან, მაგრამ დებულებაში ეს ასახული არ ყოფილა, თითოეულ მღვდელმთავარს აქვს უფლება განუტევოს სასულიერო პირს თავის ეპარქიიდან, მისცეს მას განტევების ფურცელი, განტევების სიგელი, თუმცა იქ, არ იყო მითითებული და დღეს განსაკუთრებით გამოიყო, რომ როდესაც უცხოეთში მიდის მაშინ პატრიარქთან შეთანხმებით უნდა მოხდეს. მე აქ მეუფე ზენონის რაიმე დანაშაულს ვერ ვხედავ და გადაცდომას ვერ ვხედავ, არამედ ველაფერი მოქმედ დებულებასთან იყო თავსებადი,“ – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

მეუფე გრიგოლის თქმით სინოდალური კომისია უნდა შეიქმნას, მაგრამ როდის ამის თქმა უჭირს. ამბობს, რომ ეს კათოლიკოს-პატრირაქზეა დამოკიდებული.

,,სინოდალური კომისია რომ უნდა შეიქმნას ამის შესახებ სინოდის დადგენილებაში წერია, მაგრამ მე მგონი ჯერ-ჯერობით არც არის შექმნილი. ალბათ, კომისია, რომ შეიქმნება მერე გაირკვევა მთელი რიგი საკითხები, ვერ გეტყვით ზუსტად. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე სინოდსაც კი ვერ დავესწარი განსაკუთრებული ვითარებიდან გამომდინარე და ამიტომ დეტალურად იქ, რა იყო არ ვიცი. ვიცი ის, რაც დადგენილაბაში აისახა და დადგენილებით მე ის წავიკითხე, რომ ზოგადად კომისია შეიქმნება, მაგრამ როდის შეიქმნება ამის თქმა მიჭირს, როგორც ჩანს კათოლიკოსზეა დამოკიდებული,“- განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში
ახალი ამბები

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში

19:09 11-10-2025
მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის
ახალი ამბები

მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის

14:30 11-10-2025
ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved