• რეკლამა
  • კონტაქტი
00:15, სამშაბათი, 16 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მეუფე სტეფანემ საკმაოდ იმავნებლა ჩემ წინააღმდეგ, მაგრამ ახლა ის მართალი მხარეა” – არჩილ გამზარდია

ალია ავტორი - ალია
14:45 03-09-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
35

ჟურნალისტი, არჩილ გამზარდია, სოციალურ ქსელში, გუშინ, მარტვილის ეპარქიაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება:

“მონაზვნური ცხოვრება უპირატესის მორჩილებაზე გადის. სამწუხაროა, როდესაც ეპარქიის მოქმედი მონაზვნების ნაწილს სარწმუნოებრივი ცხოვრების ამ საფუძველზე მეტად კერპთაყვანისმცემლური მიდგომები აქვს.

მონაზონს არ აქვს ნება.

მონაზონს აღარ გააჩნია ამქვეყნიური ფუნქციები.

მონაზონის ფუნქციაა ღმერთს ემსახუროს. ღვთისადმი მსახურება გულისხმობს თვითსინანულით ცხოვრებას და არა ნებით ქცევებს.

როდესაც სინოდი ეპისკოპოსს მიავლენს ეპარქიაში, მონაზონს არ აქვს უფლება უარი განუცხადოს მას წირვაში თანამონაწილეობაზე, მაგრამ აქვს უფლება უარი თქვას ეპარქიულ ცხოვრებაზე, წავიდეს ეპარქიიდან და ღვთისადმი მსახურების იმ ხერხებით იცხოვროს, რომელიც მიაჩნია საჭიროდ.

მონასტრებში არავინ აკავებს სასულიერო პირს თუ მორჩილს ძალით.

მონაზონი ეპისკოპოსს როგორც კერპს და წმინდანს არ უნდა უყურებდეს. არც იმ ტაძარს, სადაც მსახურობს. არც იმ მონასტერს, სადაც ცხოვრობს.

ყოველთვის შეიძლება მოხდეს ისე, რომ ან ეპისკოპოსი შეუცვალონ, ან წინამძღვარი, ან სხვა მონასტერში გადაიყვანონ ან სხვა ტაძარში და მონაზონს უნდა ესმოდეს, რომ თითოეული მათგანი მისი კუთვნილება და საკუთრება არ არის.

მიტროპოლიტი სტეფანე ამ ნაწილში მართალია, როდესაც მონაზონს უპირატესის მორჩილებას სთხოვს და თუ არ იღებს უპირატესს, აფრთხილებს, შემდეგ კი უშვებს იქიდან.

ის, რასაც მიტროპოლიტ პეტრესადმი რაღაც არაადეკვატური “ერთგულებით” თუ გაკერპებით ითხოვენ ეპარქიის სასულიერო პირების ნაწილი, არცერთ შემთხვევაში არ ჯდება მონაზონური ცხოვრების წესში, მეტიც ეს ანბანია, ფუნდამენტია მონასტრული ცხოვრების.

სინოდი (როგორიც გინდა იყოს ის) ადგენს ეპარქიის წინამძღვარს, სასულიერო დასი ვალდებულია მიიღოს ის და იცხოვროს სულიერად, მიუხედავად იმისა, რამდენად სამართლიანად მიაჩნია ეს ცვლილება.

და ყველაზე მთავარია, თუ კი მონაზონობა სურს ადამიანს, არ დაავიწყდეს რომ ყველა სიმართლისა და უსამართლობის იქით მისთვის უნდა არსებობდეს უფალი, რომელსაც ის ემსახურება, თუ ვის მოუვლენს უფალი, ეს უნდა თავად უფალს ანდოს.

მთელი ჩვენი უბედურება ის არის, რომ სასულიერო სივრცეში ღმერთის ადგილი გაქრა, ურწმუნო ადამიანებით გაივსო სინოდის, ეპარქიებიც და ა.შ.

საერო და სასულიერო სივრცეები ისე შეეტმასნა ერთმანეთს და იმდენად ბევრის უფლებას აძლევს საკუთარ თავს სასულიერო სივრცე საეროში ჩარევით, რომ საპასუხოდაც იგივეს იღებს. სწორედ ეს შეზელვითი ქაოსი ქმნის იმ ფეთქებად კერებს, რასაც ვადევნებთ ხოლმე თვალს.

ჟურნალისტს აქვს უფლება ისაუბროს პრობლემებზე და მოსთხოვოს პასუხები სასულიერო პირებს ? – ცხადია, აქვს.

ჟურნალისტს აქვს უფლება, სასულიერო პირების დახურულ კრებაზე შეიჭრას? – ცხადია, არ აქვს.

რაც გინდა ინტრიგანი მოეჩვენოს ჟურნალისტი სასულიერო პირს, ის (სასულიერო პირი) ვალდებულია, რომ ფაქიზად და ფრთხილად მოექცეს, რადგან სწორედაც მონაზონი, იერარქი ატარებს იმ მძიმე ჯვარს, რაც მას თავისი თავისუფალი ნების გამოხატვას უკრძალავს და მხოლოდ ვალდებულებებს ანიჭებს.

რაც მარტვილში ხდება, ეს არის პრობლემათა მთელი კასკადი, რაზეც წლებია ვსაუბრობთ და რაც ერთბაშად ამოქმედებული ნაღმების სახით იჩენს თავს. მე არ მაქვს კარგი ურთიერთობა მიტროპოლიტ სტეფანესთან, მეტიც, ბოლოს მას კონფლიქტით დავშორდი წლების წინ და საკმაოდ იმავნებლა ჩემს წინააღმდეგ იმ სივრცეში, სადაც ერთად ვტრიალებდით, მაგრამ რაც ახლა მის გარშემო ხდება, არსებითად ის მართალი მხარეა, მისი პრობლემა სიხისტე და ქედმაღლობაა, თუმცა, ფაქტია, რომ იქ მას ხვდება ინტრიგების, პოლიტიკური მდგენელის, პიროვნული სიძულვილისა და პროვოკაციების დიდი ნაკადი, რაც მისი წინამორბედისგან (მიტროპოლიტი პეტრე იგულისხმება), მისი კავშირებისგან, პოლიტიკური მოტივისა და პიროვნული სიძულვილებისგან მოდის.”

თეგები: არჩილ გამზარდია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025

ბიზნესი

ლიბერთის და გორგიას ერთობლივი შეთავაზება
ახალი ამბები

ლიბერთის და გორგიას ერთობლივი შეთავაზება

14:44 12-15-2025
თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებულები – Reckless-ი და ალტიჰატი ახალი კოლაბორაციით
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებულები – Reckless-ი და ალტიჰატი ახალი კოლაბორაციით

13:49 12-15-2025
თიბისის დეკემბრის მარათონის პირველი გამარჯვებული – მთავარი სტრატეგია მოტივაციაა
ახალი ამბები

თიბისის დეკემბრის მარათონის პირველი გამარჯვებული – მთავარი სტრატეგია მოტივაციაა

15:28 12-12-2025
შეადარე, სცადე, დაიმტკიცე – თიბისის ახალი კამპანია
ახალი ამბები

შეადარე, სცადე, დაიმტკიცე – თიბისის ახალი კამპანია

13:58 12-12-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved