• რეკლამა
  • კონტაქტი
17:40, შაბათი, 11 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მეუფე სტეფანე – ნურავინ ჩვენ ნუ დაგვადანაშაულებს

ალია ავტორი - ალია
16:10 07-11-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
273

ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე სტეფანე კალიჯიშვილი „ტვ პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და ოჯახს უსამძიმრებს.

მეუფე აცხადებს, რომ 5 ივლისს მომხდარი ძალადობა არ შეიძლება სამშობლოს სახელით გამართლდეს, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ ეს სასულიერო პირების მოწოდება არ ყოფილა.

“ეს წუთია გავიგე და ძალიან მწუხარებით მინდა მივუსამძიმრო მის ოჯახს და ყველა იმ ადამიანს, ვინც მისი ახლობელია და ზოგადად საზოგადოებას. მე ვფიქრობ, რომ ასეთი რამე არ უნდა მოხდეს და არ უნდა ხდებოდეს. სამშობლოს დაცვა სხვა რამეა ზოგადად, რომ იცოდეთ, როცა ემოციას ვერ თოკავ და სამშობლოს დაცვის საბაბით რაღაცას არასწორს აკეთებ, ეს არ ნიშნავს, რომ სწორია ეს მოქმედება. მე ვამბობ, რომ ჩვენ ყველამ უნდა დავინახოთ საფრთხე, რომელიც დგას მომავლის წინაშე. ამის გამოა ჩვენი აღშფოთება, დამოკიდებულება. თორემ ადამიანი რომ გარდაიცვალა და ესეთი რაღაც მოხდა, ეს არ არის ჩვენი მოწოდების ფარგლებში აბსოლუტურად. აქედან გამომდინარე ნურავინ ჩვენ ნუ დაგვადანაშაულებს. ჩვენ ვამბობთ რომ საფრთხეშია ჩვენი ქვეყანა, თქვენთვისაც საფრთხეშია. ისეთი რაღაცაც შეიძლება მოხდეს, რომ ძალით თვითონვე შექმნან ის ჯგუფები,რომლებიც ვთქვათ ძალით რაღაცებს გააკეთებენ და მერე უკვე დაგვაბრალებენ ჩვენ. იმის მაგივრად რომ ქვეყანა, ქვეყნის ინტერესები და ზოგადად ადამიანის სულისთვის იბრძოლონ, ადამიანს აბრძოლებენ გაუგებარი იდეალებისთვის, რომლის შედეგადაც უამრავი პრობლემა ხდება. კომუნისტების მოსვლის დროს ცოტა იყო მსხვერპლი? როდესაც თავს მოხვევა ხდება რაღაცა ისეთი ინფორმაციისა, იდეოლოგისაა იქ ხდება ისეთი სიტუაციები, როდესაც არის დამოკიდებულება ფარგლებიდან გამოსული, ცალი მხრიდან შუქდება და მეორე მხრიდან რაც უბედურება ხდება ყველაფერი დამალულია და არავინ არ აშუქებს. არის პრობლემა ამას ვამბობ, თორემ იმას კი არ ვამბობ, რომ ეს უნდა მომხდარიყო და ვინც ეს გააკეთა მართალი და კარგი ადამიანია. უბრალოდ გამოვიდა წყობიდან რაც არ უნდა მოხდეს. ჩვენ სამშობლოს დაცვა გვინდა და არა მოკვლა ვინმესი, რომელიც არასწორად ფიქრობს”, – განაცხადა მეუფე სტეფანემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved