• რეკლამა
  • კონტაქტი
23:19, სამშაბათი, 11 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მეუფე სტეფანე: არ ვიცი, ვინ რას ურჩევს და უბრძანებს, მაგრამ სალომე ზურაბიშვილი ქართველი ხალხის დაკვეთით არ მოქმედებს და მისი განცხადებები საქართველოს ინტერესებიდან არ გამომდინარეობს

ალია ავტორი - ალია
15:14 03-02-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
162

არ ვიცი, ვინ რას ურჩევს და უბრძანებს, მაგრამ სალომე ზურაბიშვილი ქართველი ხალხის დაკვეთით არ მოქმედებს და მისი განცხადებები საქართველოს ინტერესებიდან არ გამომდინარეობს, – ამის შესახებ ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მიტროპოლიტმა სტეფანე კალაიჯიშვილმა მედიასთან განაცხადა.

„მე უკვე მოვიხადე ბოდიში იმის გამო, რომ სალომე ზურაბიშვილს მივეცი ხმა. მივიჩნევ, რომ ჩემს ცხოვრებაში ასეთი დიდი შეცდომა არ მომსვლია ამ საკითხებში. რაც შეეხება ამ განცხადებებს, ორი მხრიდან რომ შევხედოთ: როგორც ეკლესიისადმი და როგორც ქვეყნისადმი დამოკიდებულება. ქვეყნისადმი მისი დამოკიდებულება არის უგულებელყოფა კონსტიტუციისა და იმ წესების, რომლითაც ის შემოვიდა საქართველოს ცხოვრებაში, როგორც საქართველოს პრეზიდენტი. აქედან გამომდინარე, ახლა მისდამი დამოკიდებულება, როგორც ე.წ. პრეზიდენტისადმი ალბათ გამართლებულია, იმდენად არის ის გასული კონსტიტუციური ჩარჩოებიდან. მისი განცხადებები საქართველოს ინტერესებიდან არ გამომდინარეობს. დაკვეთა, რომლითაც ის მოქმედებს, არ არის გამოწვეული ქართველი ხალხისადმი პატივისცემით და ქართველი ხალხის დაკვეთა არაა. ის ასრულებს დაკვეთას – არ ვიცი, ვინ რას ურჩევს და უბრძანებს, მაგრამ ეს არ გამომდინარეობს საქართველოს ინტერესებიდან.

ახლა რაც შეეხება ეკლესიის მიმართ მის დამოკიდებულებას: გასაგებია, ბევრი გვინახავს, როდესაც სჭირდებათ ეკლესია, ცდილობენ, მაქსიმალურად ლოიალურებად გამოიყურებოდნენ. ხან წმინდა ნინოს გზაზე დადიან, ხან სანთლებით დგანან ეკლესიაში, ხან პატრიარქის მიმართ პატივისცემას გამოხატავენ და აქაც ალბათ ასეთი სიტუაციაა. ჯერ ერთი, ვინ ეკითხება სალომე ზურაბიშვილს ჩვენი პატრიარქის მომავალს? უფლის ხელშია ეს და არა სალომეს ან მისი პატრონების ხელში. რამდენ ხანსაც იცოცხლებს ჩვენი პატრიარქი, ის ჩვენი პატრიარქი იქნება ბოლომდე. ჩვენ მისი ჯანმრთელობისთვის და კეთილდღეობისთვის ყოველთვის ვილოცებთ. ჩვენ მის ცხოვრებას ილია მეორის ეპოქად აღვიქვამთ და ძალიან ბევრია საქართველოში ასეთი ადამიანი, ვინც მიიჩნევს, რომ ილია მეორემ თავისი ცხოვრება ისე განვლო, რომ შეგვიძლია მისი მოღვაწეობის პერიოდს ვუწოდოთ ილია მეორის ეპოქა. ეს არის არა ორი-სამი ადამიანის შეფასება, არამედ საყოველთაო შეფასება. ეროვნული ცნობიერება ასე ხედავს ამას. სალომე ზურაბიშვილის დამოკიდებულება მისი პრობლემაა. უბრალოდ მან ვერ დაინახა ის, რაც მთავარია და უყურებს ისე, როგორც მას უბრძანებენ“, – აღნიშნა მეუფემ.

სალომე ზურაბიშვილმა ლონდონში, საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტში სტუმრობისას საქართველოს ეკლესიაზე საუბრისას განაცხადა: “ძალიან კომპლექსური ვითარებაა, რისი მიზეზიც დღეს პატრიარქის სისუსტეა. დარწმუნებული ვარ, ქართული ეკლესია მოახერხებს პროქართული და პროევროპული პატრიარქის არჩევას და არა პრორუსის”.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ახალი ამბები

მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად

16:22 11-11-2025
თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს

14:36 11-11-2025
Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში
ახალი ამბები

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში

19:09 11-10-2025
მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის
ახალი ამბები

მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის

14:30 11-10-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved