• რეკლამა
  • კონტაქტი
14:21, ორშაბათი, 13 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მეუფე სპირიდონის თავდასხმა WHO-ზე და ანტივაქსერული ქადაგება

ალია ავტორი - ალია
12:35 01-27-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
41

“მაგათ ჩემი მტერი ენდო” — ამ სიტყვებს იყენებს სხალთის ეპარქიის მიტროპოლიტი აშშ-ის, ჩინეთის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და კორონავირუსის ვაქცინის წინააღმდეგ. ქადაგებას, რომელიც ჰომოფობიური და ანტივაქსერული განცხადებებითაა გაჯერებული, თან გასდევს მოწოდება იმაზე, რომ ხალხი დასავლურ ინსტიტუტებს არ უნდა ენდოს. ინფორმაციას „ონ.ჯი“ აქვეყნებს.

გამოცემის ცნობით, ვაქცინის არასანდოობის “დამტკიცებას” მიტროპოლიტი სამედიცინო ტერმინებით ცდილობს და მრევლს ეუბნება, რომ არ არის გასული საკმარისი დრო, რომელიც საჭიროა ვაქცინის ეფექტურობის გამოსაცდელად. მიუხედავად იმისა, რომ მიტროპოლიტს კორონავირუსის არსებობის არ სჯეროდა, “მორონას”, “ჯანდაბას და ოხრობას” ეძახდა, შემდეგ კი თავადვე დაინფიცირდა, ახლა მაინც ამბობს, რომ ვაქცინას არ გაიკეთებს, რადგან არ ენდობა. ამავროულად ამტკიცებს, რომ აცრის წინააღმდეგი არ არის და კორონავირუსის ვაქცინის არასანდოობის დასამტკიცებლად ამბობს, რომ ბავშვობაში სხვა აცრები გაკეთებული აქვს.

ის თავს ესხმის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ავრცელებს მითებს, თითქოს ორგანიზაციის მიზანი მსოფლიოს გარყვნა და ანტიქრისტესთვის გზის მომზადებაა. მიტროპოლიტი მითებს ავრცელებს ბილ გეიტზეც და მას “ხალხის სოდომისა და გომორის ცოდვისკენ” მიდრეკის სურვილში ადანაშაულებს.

ქადაგების ბოლოს სპირიდონი მრევლს ურჩევს, ნუ იქნებიან არასერიოზულები, “ქარაფშუტულად ნუ მოიქცევიან”

სპირიდონის ქადაგება ფეისბუქგვერდ “ღმერთი სამშობლო ადამიანზე” გამოქვეყნდა და 24 იანვრითაა დათარიღებული. ამ ფეისბუქგვერდიდან ქადაგებები არაერთხელ გადაუზიარებია სხალთის ეპარქიას.

წყარო: on.ge

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026
ახალი ამბები

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026

21:02 04-12-2026
როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved