• რეკლამა
  • კონტაქტი
05:24, შაბათი, 13 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მეუფე შიო: რწმენასთან ერთად, უნდა ვიქონიოთ კეთილი საქმეებიც, ვინაიდან მათ გარეშე სულიერ ცხოვრებაში წარმატება შეუძლებელია

ალია ავტორი - ალია
15:46 01-27-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
201

რწმენასთან ერთად, უნდა ვიქონიოთ კეთილი საქმეებიც, ვინაიდან მათ გარეშე სულიერ ცხოვრებაში წარმატების შენარჩუნება და, საერთოდ, სულიერ ცხოვრებაში წარმატება შეუძლებელია, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ნინოობის დღესასწაულზე ქადაგებისას განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, უფალთან შეხვედრა გარდაუვალია, “ამიტომ მთელი ჩვენი ცხოვრება უნდა იყოს ამ შეხვედრისთვის მზადება…”

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო, პატიოსანნო მამანო, ქრისტეს მიერ საყვარელნო ძმანო და დანო, გილოცავთ ნინოობის დიდებულ დღესასწაულს, გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.

წმინდა ნინო ჩვენთვის განსაკუთრებული წმინდანია, წმინდანთა შორის რჩეული გახლავთ, იმიტომ რომ მას მიეცა ღვთის დიდი ძალა და მადლი, რათა თავისი ქადაგებით და ღვაწლით ჩვენი ერი მოექცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე.

აი, წმინდა ილია მართალი (ჭავჭავაძე) წერს: „მოგვევლინა წმინდა ნინო, გვამცნო და გვასწავლა ქრისტეს რჯული, რამაც განაახლა ჩვენი ქვეყანა ახლის ცხოვრებისათვის; და ნინოს მოციქულობით მოფენილმა და დამკვიდრებულმა ქრისტიანობამ ჩვენ გვიხსნა არა მხოლოდ სულიერად, არამედ ხორციელადაც.”

დღევანდელ დღესთან დაკავშირებით ყოველთვის იკითხება ტაძრებში სახარებისეული იგავი ათი ქალწულის შესახებ. იგავი მოგვითხრობს, რომ ეს ქალწულები ლამპრებით ხელში ელოდებიან სიძის მოსვლას. ბრძენმა ქალწულებმა თავიანთ ლამპრებთან ერთად მოიმარაგეს ზეთიც. ამიტომ, როდესაც სიძემ დააყოვნა და ღამით მოვიდა, ისინი ანთებული ლამპრებით შეეგებნენ მას; ხოლო სულელ ქალწულებს ეს ზეთი შემოაკლდათ. ამიტომ სიძეს შეხვდნენ ჩამქრალი ლამპრებით და ისინი ქორწილში აღარ შეუშვეს.

სიძე მათ ეტყვის: „ჭეშმარიტად გეუბნებით, არ გიცნობთ თქვენ!” – აქ საუბარია ღმერთთან შეხვედრაზე, რაც ყველა ადამიანს მოუწევს გარდაცვალების შემდეგ. ასევე იმაზე, შეძლებს თუ არა ადამიანი თავისი კეთილი საქმეების გამო, ანგარიში ჩააბაროს ღმერთს, იმიტომ რომ, წმინდა მამების განმარტებით, ამ იგავში ნახსენებ ლამპრის ზეთში სწორედ კეთილი საქმეები იგულისხმება.

ეს იგავი გვასწავლის ჩვენ, რომ რწმენასთან ერთად, უნდა ვიქონიოთ კეთილი საქმეებიც, ვინაიდან მათ გარეშე სულიერ ცხოვრებაში წარმატების შენარჩუნება და, საერთოდ, სულიერ ცხოვრებაში წარმატება შეუძლებელია.

აი, ამ გონიერ ქალწულებს ჰქონდათ მომარაგებული კეთილი საქმეები. ამიტომ მათ იზრუნეს, რომ სიძეს ღირსეულად შეხვედროდნენ. სულელებს კი ეს კეთილი საქმეები არ ჰქონდათ.

დღეს ვფიქრობთ იმაზე, რომ ადამიანის მთელი ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა, უნდა მას ეს თუ არა უნდა, როგორც უნდა ცხოვრობდეს ადამიანი, – ეს არის ქრისტესთან შეხვედრისკენ მიმავალ გზაზე სიარული. უფალთან შეხვედრა გარდაუვალია. ამიტომ მთელი ჩვენი ცხოვრება უნდა იყოს ამ შეხვედრისთვის მზადება.

ამ იგავით უფალი იესო ქრისტე გვაფრთხილებს, რომ ჩვენმა უზრუნველობამ შეიძლება მიგვიყვანოს სავალალო შედეგამდე; რომ მოუმზადებლები აღმოვჩნდეთ სიძესთან შეხვედრისთვის. აი, ასეთი უზრუნველი ადამიანი ზარმაცობს, თავისი სულის გადარჩენისთვის არაფერს აკეთებს, მაგრამ იმედი აქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება, შემდგომში მოასწრებს ცხოვრებას, შემდგომში მოასწრებს სიყვარულის სწავლასაც, მოასწრებს სინანულს, მოასწრებს გამოსწორებას და ის ასე ფიქრობს: ,,ნუთუ ღამე მოვა ღმერთი?! ნუთუ მოულოდნელად მოვა ღმერთი?! მე ჯერ კიდევ მოვასწრებ, როდისმე მოვალ გონს, როცა შემატყობინებენ, რომ სამსჯავრო ახლოს არის და მალე იქნება”; მაგრამ, სინამდვილეში, ასეთი ადამიანისთვის სამსჯავრო მოდის ღამე ამით და მისთვის მოულოდნელად, რატომ? იმიტომ, რომ მძინარე ადამიანისთვის მნიშვნელობა არ აქვს, მისთვის ყოველი დრო ღამეა. ამ იგავს უფალი იესო ქრისტე ასრულებს შემდეგი სიტყვებით: „მაშ, იფხიზლეთ, ვინაიდან არ იცით დღე, არც ჟამი, როდესაც მოვა ძე კაცისა”.

ამიტომ, ძვირფასო ძმებო და დებო, ჩვენც ვიფხიზლოთ და ვიზრუნოთ იმაზე, რომ ჩვენთვის დარჩენილ დროში კეთილი საქმეებით შევავსოთ ჩვენი ლამპრები, გონიერ ქალწულებთან ერთად შევიდეთ ჩვენი ზეციური სიძის სასუფეველში და ვეღირსოთ მისგან მარადიულ სიკეთეებს, რაშიც შეგვეწიოს ჩვენ წმინდა მოციქულთა სწორი, ქართველთა განმანათლებელი ქალწული ნინო, რომელმაც დღეს ჩვენ აქ შეგვკრიბა.

მინდა, განსაკუთრებულად მივულოცო დღევანდელი დღე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს, რომელიც ბრძანდება წმინდა ნინოს სამოციქულო მსახურების გამგრძელებელი საქართველოში და მისი წინამძღოლობით მოხდა ჩვენი ერის ახალი მოქცევა სარწმუნოებაზე, რისთვისაც ჩვენ მას ვმადლობთ დიდად და ვუსურვებთ მრავალჟამიერ დღეგრძელობას და ჯანმრთელობას.

კიდევ ერთხელ გილოცავთ წმინდა ნინოს დღესასწაულს, ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ, წმინდა ნინოს ლოცვით, უფალმა დალოცოს, გაამთლიანოს და გადაარჩინოს სრულიად საქართველო, ამინ”, – განაცხადა მან.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025

ბიზნესი

თიბისის დეკემბრის მარათონის პირველი გამარჯვებული – მთავარი სტრატეგია მოტივაციაა
ახალი ამბები

თიბისის დეკემბრის მარათონის პირველი გამარჯვებული – მთავარი სტრატეგია მოტივაციაა

15:28 12-12-2025
შეადარე, სცადე, დაიმტკიცე – თიბისის ახალი კამპანია
ახალი ამბები

შეადარე, სცადე, დაიმტკიცე – თიბისის ახალი კამპანია

13:58 12-12-2025
BIAFF 2025 – ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

BIAFF 2025 – ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

13:49 12-12-2025
გახსენი 13-14 დეკემბრის თიბისის საახალწლო შეთავაზებები
ახალი ამბები

გახსენი 13-14 დეკემბრის თიბისის საახალწლო შეთავაზებები

12:52 12-12-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved