• რეკლამა
  • კონტაქტი
02:37, პარასკევი, 10 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მეუფე შიო – ყველაფერი, რაც შეგვემთხვევა ცხოვრებაში, ღმერთის დაშვებით ხდება, ჩვენი გამოსწორებისთვის, განწმენდისთვის, გადარჩენისთვის – მივატოვოთ თუკი რაიმე გვაქვს გულში: წყენა, უკეთურება და ადგილი დავუთმოთ სიყვარულს

ალია ავტორი - ალია
15:00 01-07-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
223

ძვირფასო ძმებო და დებო, მივიღოთ უფალი ჩვენს გულებში და მივართვათ მას ჩვენი რწმენა, სასოება და სიყვარული, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ (მუჯირი) მაცხოვრის შობის დღესასწაულზე ქადაგებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ყველაფერი, რაც ჩვენ შეგვემთხვევა ცხოვრებაში, ღმერთის დაშვებით ხდება, „ჩვენი გამოსწორებისთვის, ჩვენი განწმენდისთვის, ჩვენი გადარჩენისთვის და მომავალშიც ყველაფერი კარგად იქნება, ვინაიდან უფალს, როგორც მოსიყვარულე მამას, ჩვენთვის უნდა ყველაფერი საინტერესო“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, ძმანო და დანო, გილოცავთ ქრისტეშობის დიდებულ დღესასწაულს, გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.

ეს დღესასწაული, როგორც ამბობს წმინდა იოანე ოქროპირი, იმსახურებს უფრო აღმატებულ თაყვანისცემასა და მოწიწებას სხვა დღესასწაულებთან შედარებით და მას შეიძლება ეწოდოს დღესასწაულების დედა, ვინაითგან მისგან იღებს სათავეს სხვა დღესასწაულები: ნათლისღებაც, აღდგომაც, ამაღლებაც და სულთმოფენობაც.

მაგრამ მხოლოდ ამიტომ როდი იმსახურებს ასეთ აღმატებულ თაყვანისცემას სხვა დღესასწაულებთან მიმართებით, არამედ კიდევ იმიტომ, რომ თვითონ ის მოვლენა, რომელსაც ჩვენ დღეს ვზეიმობთ, არის სრულიად განსაცვიფრებელი – ძე ღმერთმა ინება განკაცება, მიიღო კაცობრივი ბუნება, როგორც ადამიანი, მოევლინა კაცობრიობას და თავი დაიმდაბლა იმდენად, რომ ეს ადამიანის გონებისთვისაც კი წარმოუდგენელია. და აი, წმინდა პავლე მოციქული ამით გაკვირვებული წერს, რომ „უცილობლად დიდია ღვთისმოსაობის საიდუმლო: ღმერთი გამოჩნდა ხორცით“.

უფალი ჩვენი იესო ქრისტე როცა იშვა, თავდაპირველად მასთან მოდიან უბრალო მწყემსები და თაყვანს სცემენ მას; შემდეგ მოდიან აღმოსავლეთიდან განსწავლული მოგვები და მოაქვთ მასთან ძღვენი: ოქრო, გუნდრუკი და მური.

და დღეს ჩვენ ვფიქრობთ, ჩვენ რა უნდა მივართვათ საჩუქრად მაცხოვარს? რა შეიძლება იყოს ჩვენი ძღვენი ახალშობილისთვის?

და აი, ძვირფასო ძმებო და დებო, ჩვენ ბედნიერი ვართ იმით, რომ შეგვიძლია ბევრად უფრო აღმატებული ძღვენი მივუტანოთ მაცხოვარს მოგვებთან შედარებით: ოქროს მაგივრად მივართვათ ჩვენი რწმენა, გუნდრუკის მაგივრად – სასოება, ხოლო მურის ნაცვლად – სიყვარული. რწმენა – ცოცხალი, გულწრფელი, მზად მყოფი თავგანწირვისთვის და თუ საჭირო გახდა, სიკვდილისთვისაც;

სასოება იმისა, რომ ყველაფერი, რაც ჩვენ შეგვემთხვევა ცხოვრებაში, ღმერთის დაშვებით ხდება, ჩვენი გამოსწორებისთვის, ჩვენი განწმენდისთვის, ჩვენი გადარჩენისთვის და მომავალშიც ყველაფერი კარგად იქნება, ვინაიდან უფალს, როგორც მოსიყვარულე მამას, ჩვენთვის უნდა ყველაფერი საუკეთესო. მას უნდა, რომ ჩვენ ბედნიერი და გახარებული ვიყოთ, თუ ჩვენ თვითონ არ შევუშლით ხელს ამაში მას ჩვენი ცოდვებითა და ვნებებით;

დაბოლოს, მივართვათ უფალს ჩვენი სიყვარული: სიყვარული ღმერთის, სიყვარული ადამიანის. ეს თვისება ძალიან იშვიათი გახდა, იშვიათი ნიჭი გახდა და ამიტომ სწორედ დღევანდელ დღეს ვეცადოთ, რომ უფალს მივუძღვნათ, მივართვათ ჩვენი სიყვარული და მივატოვოთ თუკი რაიმე გვაქვს გულში: წყენა, უკეთურება და ადგილი დავუთმოთ სიყვარულს და სითბოს ადამიანებთან მიმართებით.

და თუ ჩვენ ასეთი ძღვენით მივალთ ეკლესიაში, უფალი მოგვცემს დიდ კადნიერებას და შევძლებთ, დავტკბეთ, გავიხაროთ და ვინუგეშოთ ამ წმინდა სულიერი ტრაპეზით. თუ მოგვებმა მხოლოდ თაყვანი სცეს უფალს, ჩვენ თუ კეთილი სინდისით მივეახლებით, გვეძლევა შესაძლებლობა ეკლესიაში, რომ მის წმინდა სისხლსა და ხორცს ვეზიაროთ, აი, ასეთი მადლით დავბრუნდეთ სახლში.

ასე რომ, ძვირფასო ძმებო და დებო, მივიღოთ უფალი ჩვენს გულებში და მივართვათ მას ჩვენი რწმენა, სასოება და სიყვარული.

კიდევ ერთხელ გილოცავთ შობის დიდებულ დღესასწაულს, ამ დღის მადლით უფალმა დაგლოცოთ, თქვენი ოჯახები დალოცოს, ქრისტესშობის მადლით უფალმა დალოცოს, გაახაროს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო, ამინ!

ღმერთმა დაგლოცოთ!“, – აღნიშნა მეუფე შიომ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved