ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ძლიერმა ნალექმა მეწყრული პროცესები და წყალდიდობა გამოიწვია.
მერიის ინფორმაციით, უსაფრთხოების მიზნით საცხოვრებელი სახლებიდან დროებით 15 ოჯახი გამოიყვანეს.
მუნიციპალიტეტის ცნობითვე, სტიქიის შედეგად დაიტბორა როგორც ცენტრალური, ისე შიდა გზები, რამდენიმე მონაკვეთზე განვითარდა მეწყერიც. სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია მერიის სამსახურები და შესაბამისი უწყებები.
“სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია მერიის სამსახურები და ყველა შესაბამისი უწყება. მთელი დღის განმავლობაში, მძიმე ტექნიკის საშუალებით აქტიურად მიმდინარეობდა გზების გაწმენდითი სამუშაოები. უხვი ნალექის შედეგად სათავე ნაგებობებზე შექმნილი პრობლემის გამო სასმელი წყალი არ მიეწოდება ახალსოფელს, მახინჯაურისა და შარაბიძეების თემების ნაწილს. ელექტროენერგია არ მიეწოდება სოფელ ერგეში (ბაშკო ეკალაური) 40 აბონენტს, 20 აბონენტის აღდგენითი სამუშაოები დასრულდება უახლოეს საათებში”, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.
კომენტარები