იაპონიაში, კიოტოს პრეფექტურის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა შექმნეს სახის ნიღაბი, რომელიც კორონავირუსთან კონტაქტისას ანათებს.
ახალი გამოგონება ადამიანებს მარტივად და სწრაფად შეატყობინებს COVID-19-ის გამომწვევი ვირუსით დაინფიცირების შესახებ. ნიღაბზე მოხვედრილი ვირუსული ნაწილაკები ულტრაიისფერი შუქის ქვეშ ანათებენ.
იაპონელი მეცნიერები იმედოვნებენ, რომ მთავრობა მათ მიერ შექმნილ ნივთს ავტორიზაციას მიანიჭებს. ნებართვის მიღების შემთხვევაში ინოვაციური ნიღბების გაყიდვა შესაძლოა, 2022 წლიდან დაიწყოს.
კომენტარები