თბილისის მეტროს პირველ ხაზზე, მეტროსადგურ „ისანში“ კაცი ლიანდაგებში ჩავარდა. მომხდარის გამო მოძრაობა რამდენიმე წუთის განმავლობაში შეფერხებული იყო.
თბილისის მერიის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, რომ მოქალაქე ცოცხალია, მას „მატარებელი არ შეხებია“. მის ამოსაყვანად მატარებლის გადასაადგილებლად საჭირო ძაბვა დროებით გამორთეს.
მომხდარის სხვა დეტალები უცნობია.
















კომენტარები