• რეკლამა
  • კონტაქტი
19:50, ხუთშაბათი, 19 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„მეტროპოლის“ საცხოვრებელი სივრცეები თბილისსა და მის ფარგლებს გარეთ

ალია ავტორი - ალია
18:07 02-19-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
61

საცხოვრებელი ადგილის შერჩევისას ადამიანები ხშირად დგანან არჩევანის წინაშე: დარჩნენ ქალაქის ცენტრში, სადაც ყველაფერი მარტივად ხელმისაწვდომია, თუ გადავიდნენ შედარებით მშვიდ ადგილას, ქალაქგარეთ. ეს გადაწყვეტილება დამოკიდებულია ცხოვრების წესსა და ყოველდღიურ რუტინაზე.

დეველოპერული კომპანია „მეტროპოლი“ მომხმარებელს არჩევანის თავისუფლებას აძლევს და ბინებს როგორც თბილისის ცენტრალურ უბნებში, ისე ქალაქთან ახლოს მდებარე ლოკაციებზე სთავაზობს.

კომპლექსები თბილისის ცენტრალურ უბნებში

ვისაც სურს დაუყოვნებლივ გადავიდეს საცხოვრებლად ახალ სახლში, მათთვის „მეტროპოლ ბაგები“ საინტერესო პროექტია. წყნეთისა და ნაფეტვრების გზაზე მდებარე ეს 14 სართულიანი კომპლექსი უკვე დასრულებულია და პირველი მობინადრეებიც ჰყავს. ადგილი გამოირჩევა ხედებითა და გამწვანებით. ბინების ფართობი აქ 54.2 კვ.მ-დან იწყება და 107.5 კვ.მ-მდე აღწევს. პროექტი დასრულებულია და სულ რამდენიმე ბინა დარჩა, ამიტომ იჩქარეთ და დროულად შეარჩიეთ ბინები თბილისში, კერძოდ ,,მეტროპოლ ბაგებში”.

განსხვავებული კონცეფციისაა „მეტროპოლ ორთაჭალა“, რომელიც ძველი თბილისის ტერიტორიაზე შენდება. პროექტი მასშტაბურია და 704 ბინას აერთიანებს. აქცენტი გაკეთებულია ისტორიული უბნის არქიტექტურისა და თანამედროვე სტანდარტების შერწყმაზე. მაცხოვრებლებისთვის შექმნილია სრული ინფრასტრუქტურა: სამდონიანი პარკინგი, კეთილმოწყობილი ეზო და საბავშვო მოედნები. ბინების ფართობი აქ 48.1-დან 123.9-მდე მერყეობს, რაც საშუალებას იძლევა შეარჩიოთ როგორც მცირე ზომის სტუდიო, ისე დიდი ბინა.

საბურთალოს ცენტრალურ ნაწილში კი, ქავთარაძის ქუჩაზე, კომპანია ახალ საცხოვრებელ კომპლექსს, „მეტროპოლ ქავთარაძეს“ აშენებს. პროექტი ორი მრავალსართულიანი კორპუსისგან შედგება. მისი მთავარი უპირატესობა ტერიტორიაზე არსებული 1 ჰექტარი სარეკრეაციო ზონაა. ამასთან ერთად, კომპლექსი მოიცავს ხუთდონიან პარკინგს, ოჯახებისთვის კი მნიშვნელოვანი დეტალია ტერიტორიაზევე არსებული საბავშვო ბაღი. აქ ბინები მწვანე კარკასის მდგომარეობით ბარდება და ფართობები 51-დან 187 კვ.მ-მდე მერყეობს.

კერძო ტიპის დასახლებები ქალაქგარეთ – ლისი და შინდისი

ქალაქის ხმაურისგან თავის დაღწევის მსურველებს შეუძლიათ, შეარჩიონ მიწის ნაკვეთი ლისზე ან შინდისში, მეტროპოლის სრულიად თანამედროვე კონცეფციის მქონე პროექტებში.

„მეტროპოლ ლისი“ კერძო ტიპის დასახლებაა, რომელიც 7000 კვ.მ-ზე ხორციელდება. აქ 70 მდე ვილა აშენდება. პროექტი ითვალისწინებს 3600 კვ.მ საერთო სარგებლობის ტერიტორიას, სადაც განთავსდება ველობილიკები, ღია კინოთეატრი და სპორტული სივრცეები. ეს ადგილი იდეალურია მათთვის, ვისაც სურს ჰქონდეს საკუთარი სახლი გამწვანებულ გარემოში, თუმცა არ მოწყდეს დედაქალაქს.

გაცილებით დიდ მასშტაბებს მოიცავს პროექტი შინდისში. 90 ჰექტარზე გაშლილი ტერიტორია 700 მდე მიწის ნაკვეთს იტევს. აქ მომავალ მაცხოვრებლებს დახვდებათ ცენტრალური პარკი, ღია აუზი და სპა ცენტრი. საყოფაცხოვრებო საჭიროებებისთვის ტერიტორიაზევე იფუნქციონირებს მაღაზია და აფთიაქი. აღსანიშნავია, რომ როგორც ლისის, ისე შინდისის დასახლებებში გათვალისწინებულია თანამედროვე უსაფრთხოების სისტემები და ელექტრო დამტენები ავტომობილებისთვის.

დეველოპერის სანდოობა და გამოცდილება

„მეტროპოლი“ ბაზარზე 2022 წელს გამოჩნდა და უკვე აქტიურად ოპერირებს როგორც თბილისში, ისე ბათუმში. კომპანიის პორტფოლიო მოიცავს ერთ დასრულებულ და შვიდ მიმდინარე მშენებლობას.

პროექტების სანდოობას მათი მასშტაბიც ადასტურებს – ჯამური ინვესტიცია 1 მილიარდ ლარს აღემატება. მშენებლობების საერთო ფართობი 545 000 კვადრატულ მეტრზე მეტია, რაც ჯამში 3500-მდე ბინას გულისხმობს.

(R)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

„მეტროპოლის“ საცხოვრებელი სივრცეები თბილისსა და მის ფარგლებს გარეთ
ახალი ამბები

„მეტროპოლის“ საცხოვრებელი სივრცეები თბილისსა და მის ფარგლებს გარეთ

18:07 02-19-2026
რას სთავაზობს კრედო ბანკი შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში ფერმერებს?
ახალი ამბები

რას სთავაზობს კრედო ბანკი შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში ფერმერებს?

15:36 02-19-2026
თიბისი კაპიტალი, საქართველოს ეროვნულ ბანკთან პარტნიორობით, კაპიტალის ბაზრების მეორე საერთაშორისო კონფერენციას გამართავს
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალი, საქართველოს ეროვნულ ბანკთან პარტნიორობით, კაპიტალის ბაზრების მეორე საერთაშორისო კონფერენციას გამართავს

13:47 02-19-2026
თიბისი: Hello Tech გოგოებისთვის
ახალი ამბები

თიბისი: Hello Tech გოგოებისთვის

13:47 02-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved