მეტრო „ვარკეთილის“ სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების მიზნით დაკეტვა, შესაძლოა, გადავადდეს. ზუსტი თარიღი თბილისის მერიისა და კონტრაქტორი კომპანიის მოლაპრაკებების შემდეგ გახდება ცნობილი.
მეტროსადგური „ვარკეთილი“, რეაბილიტაციის გამო, 2 თვით, ივნისი-აგვისტოს შუალედში უნდა დაკეტილიყო. სავარაუდო თარიღად 1-ლი ივლისი სახელდებოდა.
ზოგადი სარეაბილიტაციო სამუშაოები კონტრაქტორმა კომპანიამ 9 თებერვალს დაიწყო და სამუშაოების დასრულების ვადად 18 თვე განისაზღვრა. პროექტის ღირებულება 13,4 მილიონი ლარია.
კომენტარები