• რეკლამა
  • კონტაქტი
04:30, პარასკევი, 3 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მეტი რა უნდა დაემართოს ენმ–ს, რაც უკვე სჭირს? როგორ შეიძლება ასეთი პარტია ვინმემ აირჩიოს?” – იაგო ფრანგიშვილი

ალია ავტორი - ალია
20:58 07-26-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,212

გერმანიაში მცხოვრები ექიმი, იაგო ფრანგიშვილი:

 

,,ენმ,,–ს ეს დაემართება და ის დაემართებაო, წავიკითხავთ ხოლმე ხშირად და იცით რას გეტყვით?
მეტი რა უნდა დაემართოს ენმს, რაც უკვე სჭირს?
პარტიას მინიმუმ 100.000 პარტიის წევრი ჰყავს საქართველოში, ადგილზე.
პარტიას პარლამენტებში და 3.000 ზე მეტ საკრებულო, გამგეობასა და სოფსაბჭოში 10.000 ზე მეტი პარტიის სახელით სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებული აქტიური სახელმწიფო მოხელე ჰყავს (ვინც არ იცის, იმის გასაგონად, ოპოზიციაც ,,სახელმწიფო აპარატია,, და ,,მოხელეა,,).
მოკლედ, მინიმუმ 100.000 პარტიის წევრის პარტიას,
მის პოლიტსაბჭოს და პარტკომს საკუთარი პარტიის თავმჯდომარე აბსოლუტურად ფეხებზე ჰკიდია.
მეტი რა უნდა დაემართოს?
როგორ შეიძლება ასეთი პარტია ვინმემ აირჩიოს?
ან ვინმემ მებრძოლად ჩათვალოს?
ან ვინმე პუტინისნაერი კიარა, ბიძინასნაერი კიარა, ვინმე გახარიასნაერი კიარა, ვინმე ხაზარძისნაერი კიარა,
უბრალოდ ვინმე, საერთოდ ვინმე დაამარცხოს ამ ხალხმა? ან რაღაცისაგან დაიცვას ქვეყანა??
ხალხი მართლა დებილი ხოარ ჰგონია ვინმეს?
სულერთია ვინაა პარტიის თავმჯდომარე და ვინაა მელია და ვინაა მისი მომხრე თუ მოწინააღმდეგე ან ვინაა ვანო მერაბიშვილი და მისი მომხრე თუ მოწინააღმდეგე ან კეზერაშვილი ვინაა, ეს აბსოლუტურად სულერთია, არააქვს მნიშვნელობა.
თუკი ვინმეს სურს რომ ,,ენმს,, თან იყოს ასოცირებული, იმას უკვე წაგებული აქვს თავიდან ბოლომდე.
საკუთარი პარტიის საპატიო თავმჯდომარე, იდეოლოგიის ფუძემდებელი, სახელმწიფო იდეის ავტორი და დღეს კაგებეს ციხეში მყოფი ადამიანი რომ არ დაიცვეს, აი ამით უკვე საკუთარ თავს გამოუტანა ამ პარტიამაც და ამ ხალხმაც განაჩენი.
ახლა არ მითხრათ, რა უნდა ექნათო და ეს და ისო.
პარტიის წევრები და მისი მოხელეები და მისი ოჯახის წევრები
ამათ რომ დაეტოვებინათ სახელმწიფო სტრუქტურები და 100.000 ადამიანი რომ დამჯდარიყო რუსთაველზე, უწყვეტად საპროტესტოდ და რომ შეერთებოდნენ იმ 20 ადამიანს, რომელიც უკვე აგერ წელიწადნახევარზე მეტია პროტესტირებს…
აღარ გავაგრძელებ.
ასეთი კოლექტიური და მასიური ღალატი იშვიათზე იშვიათია საქართველოს ისტორიაში.
ან გადი პარტიიდან, დატოვე პოსტები გადი პარტიიდან და ხარ ამ პასუხისმგებლობისაგან თავისუფალი,
ან კიდევ….
ამ პასუხისმგებლობისაგან აბსოლუტურად არავინაა თავისუფალი, ვინც პარტია ,,ენმს,,თან რაღაცა აკავშირებს, სულერთია ეს იქნება მერაბიშვილი თუ მელია თუ ახლანდელი პარტკომი თუ კეზერა თუ სულერთია ვინ.
ეს ყველას კოლექტიური პასუხისმგებლობაა.
და ეს პასუხისმგებლობა იწყება სათავიდან, იწყება პარტიის თავმჯდომარის პირადი მაგალითით, პოლიტსაბჭოს პირადი მაგალითით და მოწოდებით.
აი ეს ხალხი უნდა დამდგარიყო ფეხზე და ყველასაგან მოეთხოვათ მოვალეობის შესრულება
ან დადგები საპროტესტოდ, ან დატოვე პარტია.
აი ესაა ჩემი გაგებით ბრძოლა.
და ეს ბრძოლა რომ არ შედგა, ეს პირდაპირი დამსახურებაა იმ ადამიანებისა, რომლებმაც მოპროტესტე ადამიანები სექტანტებად გამოაცხადეს.
უცხოეთში მცხოვრებ ქართველებსაც მიგვიძღვის ამ ღალატში საკმაო წვლილი,
2 წელი გადის აგერ უკვე და ერთი საკუთარი პლატფორმა ვერ შევქმენით, ერთი კაცის გათავისუფლებისათვის ვერ გავაკეთეთ აბსოლუტურად ვერაფერი.
ეს სამარცხვინოა და ამ სირცხვილს აბსოლუტურად ვერავინ მოგვწმენდს.
გინდ ასე ატრიალეთ ახლა ის პეტიციები და გინდაც ისე.
ერთიანი პლატფორმა რომ ყოფილიყო და კოორდინირებულად რომ გვეკეთებინა იმის მეათედი მაინც, რაც თითოეულმა გავიღეთ, დარწმუნებული ვარ რომ მინიმუმ დასავლეთში მაინც სულ სხვა ხედვა იქნებოდა საქართველოში მიმდინარე მოვლენების მიმართ.”
თეგები: იაგო ფრანგიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:38 04-02-2026
თიბისი კონცეპტმა და WM-მა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა და WM-მა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:21 04-02-2026
აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად
ახალი ამბები

აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად

15:30 04-01-2026
რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ
ახალი ამბები

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ

14:07 03-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved