• რეკლამა
  • კონტაქტი
23:36, შაბათი, 5 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

Meta ფაქტების გადამოწმების პროგრამას წყვეტს – CNN

ალია ავტორი - ალია
01:17 01-08-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
315

„ფეისბუქისა“ და „ინსტაგრამის“ მფლობელი კომპანია Meta ფაქტების გადამოწმების ამჟამინდელ პროგრამას წყვეტს და X-ის მსგავსად „საზოგადოების შენიშვნების“ პროგრამაზე გადადის. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

მისი თქმით, ფაქტის გადამმოწმებლები პოლიტიკურად მიკერძოებული იყვნენ და ნდობა უფრო მეტად გაანადგურეს, ვიდრე შექმნეს.

“ვცვლით ფაქტების შემმოწმებლებს Community Notes-ით, ვამარტივებთ ჩვენს პოლიტიკას და ყურადღებას გავამახვილებთ შეცდომების შემცირებაზე”, – განაცხადა „ფეისბუქის“ დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა.

მისივე თქმით, დონალდ ტრამპის პირველად არჩევის შემდეგ ტრადიციული მედია დეზინფორმაციის საფრთხეებზე საუბრობდა, რამაც კომპანიას ბიძგი მისცა ამ შეშფოთებებისთვის კომპლექსური მიდგომით ეპასუხა, თუმცა რაც მეტი ინკლუზიურობისთვის შეიქმნა, გამოიყენებოდა მოსაზრებებისა და განსხვავებული იდეების ადამიანების ჩასახშობად. ცუკერბერგი აცხადებს, რომ ეს პროცესი ძალიან შორს წავიდა“ და ცენზურის სახე მიიღო.

აღნიშნული ცვლილებები თავდაპირველად, მხოლოდ ამერიკის ტერიტორიაზე იქნება ხელმისაწვდომი.

მან ვიდეომიმართვაში 2024 წლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებზეც ისაუბრა და თქვა, რომ  “უკანასკნელი არჩევნები კულტურული შემოტრიალების მომენტს ჰგავს კიდევ ერთხელ, გამოხატვისთვის პრიორიტეტის მინიჭებისკენ”. ზაკერბერგი ამბობს, რომ META “ფესვებს დაუბრუნდება”, რაც გულისხმობს შეცდომების შემცირებას, პლატფორმებზე დაწესებული წესების გამარტივებასა და თავისუფალი გამოხატვის აღდგენას.

“მას შემდეგ, რაც ტრამპი პირველად აირჩიეს 2016 წელს, ტრადიციული მედია გაუჩერებლად წერდა, როგორი საფრთხე იყო მცდარი ინფორმაციის გავრცელება დემოკრატიისთვის. ჩვენ ვეცადეთ გვეპასუხა ამ წუხილებისთვის ისე, რომ სიმართლის მსაჯულები არ გავმხდარიყავით. თუმცა, ფაქტჩეკერები პოლიტიკურად მიკერძოებულები გახდნენ და ნდობა უფრო მეტად გაანადგურეს, ვიდრე შექმნეს, განსაკუთრებით კი აშშ-ში.” – განაცხადა ცუკერბერგმა.

META-ს დამფუძნებელმა ასევე განაცხადა, რომ პლატფორმებზე – Facebook-ზე, Instagram-სა და Threads-ზე სამოქალაქო და პოლიტიკური ხასიათის პოსტებს კვლავ წინ წამოწევენ.

თეგები: ცუკერბერგი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved