მესტიის მუნიციპალიტეტ სოფელ ლატალში ტყეს ცეცხლი გაუჩნდა. ადგილობრივებთან ერთად ტყის ქრობის პროცესში ავიაციაც ჩაერთო.
მესტიის მუნიციპალიტეტის მერის, კაპიტონ ჟორჟოლიანის თქმით, ცეცხლი გაჩენილია ლაჰილის მთის მიმდებარე ტერიტორიაზე. ამავე ცნობით, რთული რელიეფის გამო სამაშველო მანქანებს ადგილზე მისვლა უჭირთ.
ასევე უცნობია ცეცხლის გავრცელების მასშტაბიც.
ხანძარს რამდენიმე დღის წინ, მყინვარ ლეხზირის ერთ-ერთ კლდეზე, ტყეშიც ებრძოდნენ.
კომენტარები