მესტიის მუნიციპალიტეტში მეცხრე დღეა დაკარგულ კაცს ეძებენ. ოჯახის ინფორმაციით, თამაზ კანკია სოფელ წვირმიდან, სადაც ის მუშაობდა, სახლში, სოფელ ჯვარში ბრუნდებოდა, რა დროსაც მისი კვალი იკარგება.
კანკიას ოჯახის წევრები ამბობენ რომ მიუხედავად ოფიციალური მიმართვებისა და სატელეფონო შეტყობინებებისა, არც პოლიცია და არც სამაშველო სამსახური სამძებრო სამუშაოებს არ იწყებს, რის გამოც კანკიებმა დასახმარებლად მედიას მიმართეს.
კომენტარები