მესტიის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის პროცესში ავიაციამ მუშაობა დილიდან განაახლა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოებში სახანძრო-სამაშველო სამსახურის შესაბამისი ძალები მონაწილეობენ.
ადგილი, სადაც ხანძარი გაჩნდა, ტექნიკისთვის მიუვალია და მეხანძრე – მაშველები ფეხით გადაადგილდებიან.
ამავე ინფორმაციით, ხანძრის გავრცელების საშიშროება მოსახლეობაში არ არის.
შეგახსენებთ, ხანძარი მესტიის მუნიციპალიტეტში 30 აგვისტოს გაჩნდა.
კომენტარები