სვანეთის მოსახლეობა ხატზე ფიცის დასადებად ემზადება. მათი თქმით, ამ ეტაპზე სხვა გამოსავალი არ აქვთ, რადგან ელექტროენერგიის მიწოდება იმდენად არის შემცირებული, რომ მესტიელები იმ დროსაც კი, როცა დენი არ ქრება, მის გამოყენებას ვერ ახერხებენ.
ადგილობრივები უშუქობის მიზეზად უკანონო ციფრული ვალუტის საწარმოებს – ე.ს.წოდებულ მაინერებს ასახელებენ და ხელისუფლებას უმოქმედობასა და დამნაშავეების მფარველობაში ადანაშაულებენ.
მოსახლეობის უკმაყოფილება განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა რაც ენერგო პრო ჯორჯიამ არსებულ პრობლემების შესახებ საჯაროდ განაცხადა და სვანეთის მოსახლეობისთვის დენის ტარიფის გაზრდაც არ გამორიცხა.
მთავარი არხი
კომენტარები