• რეკლამა
  • კონტაქტი
02:37, კვირა, 6 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„მეშვიდე საპყრობილეში 20 დღე მშიერ-მწყურვალი იყო სულხანი, მას შიმშილობა არ გამოუცხადებია, ეს იყო იძულებითი“ – სულხან მოლაშვილის მეუღლე

ალია ავტორი - ალია
02:07 10-14-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
92

სულხან მოლაშვილი იყო მეშვიდე საპყრობილეში, 4 კვადრატულ მეტრ საკანში, არც ნათურა ჰქონდა, არც საჰაერო და საპირფარეშოში წყალი ჩაედინებოდა 24 საათის განმავლობაში, – ამის შესახებ კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის, პოლიტპატიმარ სულხან მოლაშვილის მეუღლემ, თათია მოლაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც მათ ადვოკატმა მეშვიდე საპყრობილეში სულხანის გადაყვანის ამბავი შეატყობინა, მეორე დღეს მის მამამთილს სადილი გაატანა მასთან, მაგრამ უკან დაუბრუნეს.

„შემომითვალეს, მას არ ეკუთვნის არც სადილი, არც წვენი და არც წყალიო. 20 დღე მშიერ-მწყურვალი იყო სულხანი, მიუხედავად იმისა, რომ შიმშილობა არ გამოუცხადებია, ეს იყო იძულებითი. ერთხელ ერთ-ერთ პატიმართან რომ შევიდა საკვები, სულხანსაც მიაწოდეს თურმე საჭმელი. ბადრაგმა მიუსწრო და პირიდან გადმოაყრევინა მას საკვები. უნდა აღვნიშნო, რომ მის საკანთან მუდმივად იმყოფებოდა ბადრაგი, მაგრამ რადგან შუქი არ ჰქონდა, პატიმარმა, ვინც საკვები მიაწოდა, ის ვერ შენიშნა. ეს ყველაფერი სააკაშვილის მოთხოვნა იყო, რომ სულხანი უნდა ყოფილიყო გაუსაძლის მდგომარეობაში. არავინ იცის, რა წამალს უკეთებდნენ და რა ხდებოდა მის თავს, რადგან ჩვენ წელიწადი და სამი თვე ის არ გვინახავს. შემდეგ მოგვცეს ნება, რომ თვეში ერთხელ მხოლოდ ორი ზრდასრული და ორი არასრულწლოვანი უნდა შესულიყო მასთან. რიგ-რიგობით შემყავდა ბავშვები და ასევე, რიგ-რიგობით შევდიოდით უფროსებიც. სულხანს სატელეფონო ზარის უფლება მხოლოდ მას შემდეგ მისცეს, რაც პატიმრობა მიუსაჯეს და ისიც ლიმიტირებული იყო“, – განაცხადა თათია მოლაშვილმა.

„ფოტოები, რომლებიც სულხანის წამების კვალს ასახავდა, პირველად მაია ნიკოლეიშვილმა გამოიტანა. უკვე დასამალი აღარ ჰქონდათ. ნანა კაკაბაძე იყო შესული მე-5-ში და არ გაანდო, ნანამ აიძულა, ათქმევინა, რომ ნაწამები იყო. სწორედ ამის გამო მოხვდა მე-7-ში. მაია ნიკოლეიშვილმა გამოიტანა და დამიბარა სადღაც სანაპიროზე, რომ ვინმეს არ დაენახა. გადმომცა ფოტოები და კარგად გამოიყურებაო მეუბნება. დავხედე და ქალბატონო მაია, ამაზე მეუბნებით, რომ კარგად გამოიყურება-თქო?! განახევრებული იყო, ერთ თვეში. ეს ფიზიკური ძალადობის კვალი და მთელი 9 წელი ასევე იყო ფსიქოლოგიური ზეწოლა. ბურჯანაძე იყო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, 2008-ში და პატრიარქის შუამდგომლობით გაათავისუფლეს. მაგრამ ამით არ დამთავრებულა, ისეთი პირობები შეუქმნეს, რომ საფრანგეთში მოუწია წასვლა“, – განაცხადა თათია მოლაშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved