• რეკლამა
  • კონტაქტი
22:28, შაბათი, 17 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,მერე იტყვი დებილები არიანო და კიდევ ეწყინებათ” – დავით ზურაბიშვილი

ალია ავტორი - ალია
04:54 10-17-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
118

ყოფილი პარლამენტარი, დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

,,საერთოდ ჩემი ფბ პრაქტიკიდან გამომდინარე, ქოცების და ნაცების შემოტევა კედელზე “ბრბო შემოტეხვას ლამობდა კარების” სტილში ხდება განსხვავებული მექანიზმებით

ნაცები, როგორც წესი, ამას აკეთებენ ასე: შემოდის ერთი, შეიძლება ითქვას, ავტორიტეტი ნაცი, რომელმაც თუ ჩათვალა რომ საჭიროა შესევა, ინბოქსის მეშვეობით უხმობს თანამოაზრეებს და ამგვარად იკრიბება ლაშქარი.

ქოცები სხვა მოვლენაა. ისინი თვითორგანიზებას არ ახდენენ. აქ შემოსევა იწყება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზემოდან არის შესაბამისი ბრძანება.

ჰოდა, რახან დღეს ბრაზიან ქოცთა მოგერიებას ვერ ავუდივარ, ბუნებრივად გამოვიტანე ის დასკვნა, რომ ეს ხალხი შემომისიეს.

მერე დავფიქრდი იმაზე თუ რატომ შემომისიეს მაინცდამაინც მე და მაინცდამაინც იმ პოსტის გამო, რომელიც აკრიტიკებდა ხელისუფლების მიერ ციხესთან ორგანიზებულ აქციას? ძალიან ბევრჯერ გამიკრიტიკებია ეს ხელისუფლება, გაცილებით მწვავედაც, მაგრამ არ აუტალახებიათ ჩემი კედელი და ახლა კი თავი გაიგიჟეს.

ამის მიზეზი კი ჩემი მოკრძალებული აზრით არის ის, რომ როგორც ჩანს ხელისუფლებაში ალალად ეგონათ, სააკაშვილის წინააღმდეგ მათ მიერ ორგანიზებული აქციას ხალხი აღიქვამდა, როგორც წინა ხელისუფლებისგან გამწარებული ადამიანების ბუნებრივ რეაქციას. მათი გათვლით ასე უნდა გაეგო აქციის შინაარსი ყველა ე. წ. შუაშისტს და ძალიან ნაწყენები დარჩნენ, როცა ეს არავინ ჭამა, მათ შორის არც მე.

საგულისხმოა, რომ ყველა შემოსეული ქოცი ერთი მესიჯით იყო შეიარაღებული: რა შუაშია ხელისუფლება, ეს ხომ გამწარებული ხალხია? ზოგი მგონი საერთოდ აზრზე არ იყო სად შემოუშვეს და ვისთან და ისე მტუქსავდა, როგორც ნაცმოძრაობის თავდადებულ მომხრეს.

მერე იტყვი დებილები არიანო და კიდევ ეწყინებათ”

თეგები: დავით ზურაბიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ყვარელში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ყვარელში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნა

20:25 10-17-2026
თიბისი კაპიტალი აქციებით ვაჭრობის მიმართულებით საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დასახელდა – Euromoney-ს ჯილდო
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალი აქციებით ვაჭრობის მიმართულებით საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დასახელდა – Euromoney-ს ჯილდო

18:46 10-16-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში იაპონური ავანგარდული ფოტოგრაფიის გამორჩეული ნამუშევრების პირველი გამოფენა მოეწყო
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში იაპონური ავანგარდული ფოტოგრაფიის გამორჩეული ნამუშევრების პირველი გამოფენა მოეწყო

17:30 10-16-2026
ისწავლე ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენება – თიბისი ტექსკოლაში მიღება დაიწყო
ახალი ამბები

ისწავლე ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენება – თიბისი ტექსკოლაში მიღება დაიწყო

14:54 10-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved