• რეკლამა
  • კონტაქტი
08:05, ოთხშაბათი, 31 მაისი, 2023
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, მერე ისევ მისაღები გახდება რუსული ქორწილები და ფრენები? მერე ისევ დაკარგავს სუნს რუსული ფული? მერე პუტინი აღარ იქნება აგრესორი?” – ვატო შაქარიშვილი

ალია ავტორი - ალია
15:04 05-22-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
158

,,აი იას” წევრი, ვატო შაქარიშვილი:

,,მას შემდეგ, რაც უკანასკნელი დღეების ნაც-ლიბერალურ ისტერიაში ჩართულ ადამიანებს, კიდევ ერთხელ შეახსენეს წარსულში მათ მიერ გაკეთებული განცხადებები, გამოხატული პოზიციები და მიღებული გადაწყვეტილებები, შემოგვთავაზეს ასეთი არგუმენტი, რომ მაშინ(ეს მაშინ არის, როცა თავად მართავდნენ ქვეყანას) განსხვავებული გეოპოლიტიკური კონტექსტი იყო, ასე უნდიდა ამერიკას და ჩვენც ამიტომ ვჭიკჭიკებდით სხვანაირადო.
ამით კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ სამშობლოს არანაირი განცდა არ აქვთ! რომ ვერ გამოდიან მონური და კოლონიალისტური ცნობიერებიდან! რომ ყოველთვის ისე იფიქრებენ, ისე იტყვიან, ისე მოიქცევიან, როგორც პატრონი, როგორც “დიდი ძმა” ჩასძახებთ, თუნდაც ეს წინააღმდეგობაში მოდიოდეს საქართველოს ინტერესებთან!
კი ბატონო, გეოპოლიტიკური ვითარებები იცვლება, მაგრამ არ იცვლება ნაც-ლიბერალების დამოკიდებულება საკუთარ ქვეყანასთან. მათ ამოძრავებს ერთადერთი ინტერესი – ძალაუფლება, არ აქვს მნიშვნელობა რუსეთი უზრუნველჰყოფს ამას თუ ამერიკა და რა ფასად!
მათთვის სულერთია, ამერიკელების გეგმით და რუსეთის რატიფიცირებით მოვლენ ხელისუფლებაში, როგორც ეს 2003 წელს მოხდა თუ ამერიკა შეუნარჩუნებს ძალაუფლებას, როგორც ეს 2008 წლის გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაციით მოხდა.
ობამა ან რომელიმე სხვა პრეზიდენტი თუ იტყვის, რომ ამერიკა გადატვირთვის პოლიტიკას აწარმოებს რუსეთთან, ამიტომ საქართველოც ვალდებულია დაივიწყოს ჯერ კიდევ სისხლიანი ჭრილობები, სულ ცოტა ხნის წინ მომხდარი ომი და ხმა უნდა მისცეს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებას, თურმე ეს გამართლებული ყოფილა! ალბათ, “გადატვირთვის პოლიტიკის” და “განსხვავებული გეოპოლიტიკური კონტექსტის” გამო გაყიდეს სტრატეგიული ობიექტებიც და ამიტომ გადაუფორმეს ქვეყნის რესურსების დიდი ნაწილი რუსებს! აბა იმასაც თუ იტყვიან 2008 წლის ომი სხვისი ინტერესი იყო და ამიტომ ჩავრთეთ ქვეყანა ამ ავანტიურაშიო…

საინტერესოა, თუ თავიდან ბოლომდე, ამერიკის ინტერესებზე უნდა ავეწყოთ და მხოლოდ ისე მოვიქცეთ როგორც ამას მათ მიერ კონსტრუირებული კონტექსტი გვიკარნახებს, მაშინ რად გვინდა დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი, სახელმწიფო ინსტიტუტები…?! მივყვეთ აშშ-ის ადმინისტრაციების განწყობების ცვალებადობას, დაველოდოთ რას გვეტყვიან – გვახსოვდეს თუ დავივიწყოთ სოხუმი და ცხინვალი…
ხშირად ისე ხდება, ამერიკის ფედერალური მთავრობის ინტერესები ვერ ემთხვევა ცალკეული შტატების ინტერესებს და აღნიშნული შტატები არ ერთვებიან ცენტრალური ხელისუფლების პოლიტიკების განხორციელებაში. (ამის უამრავი მაგალითია ჯანდაცვის, ეკონომიკის, სოციალური თუ სხვა მიმართულებებით) ნაც-ლიბერალები კი გვეუბნებიან, რომ საქართველომ უნდა იხელმძღვანელოს ამერიკის ინტერესებით, თუნდაც ეს კონკრეტულ მოცემულობაში ჩვენი ქვეყნის განადგურებას იწვევდეს!
თავად გვასწავლიან, რომ თურმე გეოპოლიტიკური კონტექსტი ცვალებადია, რაც ერთ რიტორიკულ კითხვას ბადებს – როგორ მოიქცევიან თუ გეოპოლიტიკური კონტექსტი კვლავ შეიცველბა და ამერიკა(ისევე როგორც სხვა დროს არა ერთხელ) დაიწყებს რუსეთთან ურთიერთობების დასტაბილურებას, მერე ისევ მისაღები გახდება რუსული ქორწილები და ფრენები? მერე ისევ დაკარგავს სუნს რუსული ფული? მერე პუტინი აღარ იქნება აგრესორი? მერე ბუჩა და ირპენი..? (სოხუმი და ცხინვალი ისედაც არ ტკივათ და…) მერე როგორ იქნება, მერე?! ამაზე იქნებ გვიპასუხონ!!!”

თეგები: ვატო შაქარიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ამბობენ, თუ ხელისუფლება დილარ ხაბულიანს ნინო ბურჯანაძის ოჯახის დაჩაგვრის უფლებას მისცემს, მაშინ პარლამენტის ექს-თავმჯდომარე არ გაჩუმდებაო…“
ახალი ამბები

„ამბობენ, თუ ხელისუფლება დილარ ხაბულიანს ნინო ბურჯანაძის ოჯახის დაჩაგვრის უფლებას მისცემს, მაშინ პარლამენტის ექს-თავმჯდომარე არ გაჩუმდებაო…“

23:18 05-29-2023
„ძალიან მალე ზურაბიშვილს დაარტყამენ, თუმცა არა პოლიტიკური, არამედ მისი პირადი, ოჯახური საქმეები გამოვა სააშკარაოზე“
ახალი ამბები

„ძალიან მალე ზურაბიშვილს დაარტყამენ, თუმცა არა პოლიტიკური, არამედ მისი პირადი, ოჯახური საქმეები გამოვა სააშკარაოზე“

21:49 05-29-2023
„ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი გამოგრჩათ ქართველ ჟურნალისტებს!“ – რას უყვება „ალიას“ სოსო ცინცაძე
ახალი ამბები

,,შესაძლოა, საკუთარ ავტომობილებში, სახლებში, აგარაკებზე ჩაცხრილული და აფეთქებული ჩინოვნიკები, პოლიტიკოსები და ბიზნესმენები ვიხილოთ, რომლებიც ერთმანეთს დაერევიან“ – სოსო ცინცაძე

17:17 05-28-2023
,, ჩემი ყურით მაქვს მოსმენილი, რუს ტურისტებს ვლადიკავკაზელი გიდი როგორ უხსნიდა, საქართველო ცივილიზაციას აზიარა, მანამდე პაპუასები იყვნენო“ – რას ყვებიან გიდები
ახალი ამბები

,, ჩემი ყურით მაქვს მოსმენილი, რუს ტურისტებს ვლადიკავკაზელი გიდი როგორ უხსნიდა, საქართველო ცივილიზაციას აზიარა, მანამდე პაპუასები იყვნენო“ – რას ყვებიან გიდები

12:29 05-28-2023

ბიზნესი

„ტოიოტა ცენტრი თბილისი“, დროის დაზოგვის მიზნით, მომხმარებელს ტექნიკურ მომსახურებას – Toyota Care-ს სთავაზობს
ახალი ამბები

„ტოიოტა ცენტრი თბილისი“, დროის დაზოგვის მიზნით, მომხმარებელს ტექნიკურ მომსახურებას – Toyota Care-ს სთავაზობს

12:54 05-30-2023
თიბისის ციფრული ბანკის თამაშის მეორე კვირა დაიწყო!
ახალი ამბები

თიბისის ციფრული ბანკის თამაშის მეორე კვირა დაიწყო!

15:10 05-29-2023
აჯენტო – თიბისი დაზღვევის ახალი აპლიკაცია
ახალი ამბები

აჯენტო – თიბისი დაზღვევის ახალი აპლიკაცია

13:14 05-29-2023
„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ ფასდაკლების სპეციალური კამპანია 30 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება
ახალი ამბები

„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ ფასდაკლების სპეციალური კამპანია 30 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება

12:26 05-29-2023
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || My Software || © 2022 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || My Software || © 2022 Alia.ge - All rights reserved