ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Merck აცხადებს, რომ ლაბორატორიულ კვლევებში COVID-19-ის ექსპერიმენტულმა მკურნალობამ აჩვენა, რომ მისი პრეპარატი კორონავირუსის სხვადასხვა სახეობების, მათ შორის “დელტა” შტამის წინააღმდეგ, ეფექტურია. ინფორმაციას The Hill ავრცელებს.
Merck-ის ინფექციური დაავადებებისა და ვაქცინების განყოფილების უფროსმა, ჯეი გრობლერმა განაცხადა, რომ პერორალურმა პრეპარატმა მოლნუპირავირმა მაღალი ეფექტურობა დაავადების დაწყებით სტადიაზე დანიშვნისას აჩვენა.
ამჟამად პრეპარატი ცდების ბოლო სტადიას გადის. ბოლო კვლევები ნოემბრისთვის დასრულდება.
კვლევაში კოვიდინფიცირებული პაციენტები მონაწილეობენ, რომლებსაც ჰოსპიტალიზაცია არ სჭირდებათ, თუმცა დაავადების მძიმე ფორმის განვითარების მაღალი რისკი აქვთ.
კომენტარები