• რეკლამა
  • კონტაქტი
17:42, შაბათი, 11 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მერამდენედ უნდა იცეკვონ ცხედრებზე და საფლავებზე ამ გარეწრებმა?“ – გიორგი იაკობაშვილი

ალია ავტორი - ალია
17:17 07-11-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
74

for.ge-ს რედაქტორი, გიორგი იაკობაშვილი:

“მერამდენედ უნდა იცეკვონ ცხედრებზე და საფლავებზე ამ გარეწრებმა? მას შემდეგ, რაც ორი გვამი შეუკვეთეს, ორიც მიიღეს და ოცდაორიც. თუ არა და, ვკითხოთ გია კრიალაშვილს, ვკითხოთ სერგო თეთრაძეს, ვკითხოთ სულხან მოლაშვილს, კობა დავითაშვილს…

სხვებზე არაფერს ვიტყვი, გიგა ბოკერია მოვიხსენიოთ.

ციხის ბუნტის სისხლში ჩახშობა ბოკერიას ბრალდება;

სულხან მოლაშვილის წამება ბოკერიას ბრალდება;

ომის დაწყებაში ქართველების დადანაშაულება ბოკერიას ბრალდება;

და კიდევ რამდენი!

შარშან თქვა გენპროკურორის ყოფილმა მოადგილემ: “ყველა საქმე გამოძიებულია და თაროზე დევს. მათ შორის, გიგა ბოკერიას მიერ ფულის გაფლანგვა, უშიშროების საბჭოს საბჭოს მდივნად მისი მუშაობის პერიოდში”.

წლები გადის, მოძალადეები კი არ ისჯებიან.

საიდან დავიწყოთ? თავიდან, აუცილებლად თავიდან, თორემ ბოლო არ იქნება.

სულაც არ არის საჭირო თეფშის დატრიალება და სულების გამოძახება.

გამოძიებულია…

დადგენილია…

მაგრამ, დაუსჯელია…

უნდა დაისაჯოს ყველა მოძალადე: მამაო, დედაო, დაო, ძმაო, ალემაო, ტოსტაო…

არ აქვს მნიშვნელობა ასაკს, სქესს, სოციალურ სტატუსს, კანის ფერს, მატერიალურ შესაძლებლობას, პოლიტიკურ გემოვნებას და კუთვნილებას…

უმცირესობის წარმომადგენელიც უნდა დაისაჯოს, თუ მოძალადეა და, მე, როგორც ჟურნალისტი, გეუბნებით: უნდა შეწყდეს ჟურნალისტებისგან რაღაც პრივილეგირებული, დაუსჯელობის სინდრომით გაჟღენთილი ფენის თუ კასტის შექმნა (მერწმუნეთ, უმეტესობამ გამართულად მეტყველება კი არა, წერა–კითხვაც კი არ იცის)

ყველა მოძალადე უნდა დაისაჯოს!!!

ხოლო ბრიყვები, იდიოტები, გულგრილები და სოციალური იმპოტენტები, ქართული საზოგადოების 70 პროცენტს რომ შეადგენენ, ისედაც ისჯებიან.

გააჩერეთ ქუჩაში ნებისმიერი და ქართველი ჟურნალისტები ჩამოათვლევინეთ. ათიდან შვიდი ჩამოთვლას ასე დაიწყებს: “ინგა გრიგოლია, ვახო სანაია, ნინო ჟიჟილაშვილი, ნიკა გვარამია, გიორგი გაბუნია, ეკა კვესიტაძე, ნოდარ მელაძე…”

აი, ამათ რომ ჟურნალისტებად თვლით, კიდევ იმიტომაც არის ამ ქვეყნის და ამ ხალხის საქმე იქ, სადაც არის.

აბა, მოიძიეთ, რომელი “ჟურნალისტები” დააჯილდოვა მედლებით, ორდენებით, მიწებით, წილებით, ფულებითა და გულებით მთავარმა მკვლელმა და მოძალადემ, ავადმყოფმა მანიაკმა მიხეილ სააკაშვილმა?

ნუ დაიზარებთ, მოიძიეთ.

რაც შეეხება მოძალადეებს… დიდი მოძიება და გამოძიება მათ არ ჭირდებათ – ზოგი ჩვენ მიერ დაფინანსებული პარლამენტარია, ზოგი კი ჩვენს მიერ დაფინანსებულ ოფისში უყურებს ფეხბურთს.

ერთ–ერთმა მათგანმა რეკლამაც კი გამოკიდა: “შეავსე განაცხადი და უყურე ევროპის ჩემპიონატის ფინალს გიგა ბოკერიასთან ერთად”.არადა, ვერ წარმოიდგენთ, რა სიამოვნებით დავესწრებოდი მათ სასამართლო პროცესს სულხან მოლაშვილთან ერთად…’

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved