• რეკლამა
  • კონტაქტი
13:06, ორშაბათი, 15 სექტემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მერაბიშვილის დროს სისტემური დანაშაულებები იყოო”, ჰოდა, ხომ იყო ხატია დეკანოიძე მაშინ პოლიციის აკადემიის ხელმძღვანელი?“ – თაკო ჩარკვიანი

ალია ავტორი - ალია
12:49 03-24-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,668

პარლამენტარი თაკო ჩარკვიანი ენმ-დან წასულ ხატია დეკანოიძეზე წერს:

“მე, როგორც ყოფილი ხელისუფლების დროს ოპოზიციაში მყოფი ჩემთვის ვიხსენებდი იმ პერიოდს, გუშინ ხატია დეკანოიძემ , რომ ისაუბრა ” მერაბიშვილის დროს სისტემური დანაშაულებები იყოო” ჰოდა, მერაბიშვილის დროს (აი მე და ჩემნაირი ბევრი , რომ ოპოზიციაში ვიყავით) ხომ იყო ხატია დეკანოიძე მაშინ ,პოლიციის აკადემიის ხელმძღვანელი? რა ვქნა ,არა, ვერ გავატარებდი ახლა ამას, მე დანაშაულიც მახსოვს და მაშინდელი აქტიური ყველა მონაწილე ამ სისტემის, ერთი სიტყვა მაინც ხომ უნდა გეთქვა მაშინ ყოფილი ხელისუფლების დროს ამ სისტემურ დანაშაულზე?? ან გირგვლიანის საქმეზე?? ეს რა არის და რა ჰქვია ამ საქციელს? თუ ინანიებს კი ბატონო რაზეა საუბარი, მაგრამ ბრალი დასდო მაშინდელ შენს მინისტრს, ( სხვათაშორის იმ მინისტრს, რომელიც სამარტოო საკანში იჯდა 7 წელი, “სხვებისგან -ზოგიერთისგან” განსხვავებით) რატომ ვწერ ახლა ამას -მე “მაშინებენ” და მაძრწუნებენ ამ ტიპის პოლიტიკოსები ასეთი უტიფრობით და გულმავიწყობით. მე ვინმეს წასვლა,სხვა პარტიიდან წასვლა და “გადაადგილება”ნაკლებად მაინტერესებს ( სხვის პარტიაში კი არა, ჩვენს პარტიაში მაქვს სრული თავისუფლება) უბრალოდ ხატია დეკანოიძემ მერაბიშვილზე მოსაუბრემ, გაოცება და “ღიმილი” მომგვარა და ცოტა დავფიქრდი……მერე უკვირს მავანს, ნეტავ საიდან ჩნდება ნიჰილიზმი ხალხში პოლიტიკოსების მიმართ ,კიდევ რომ უკვირს “ზოგიერთს”.
შენს გაძლებას გაუმარჯოს ჩემო საქართველოვ, ცოტა მეც “ქე” მინდა ეგ “გაძლება” ვუსურვო ჩემს თავს .
წავალ ახლა ერთ ჭიქა ყავას დავლევ , (ირმას მოვუსმენ მოცარტს უკრავს) და ვიფიქრებ ჩემს სამეგობროზე , მადლობა ღმერთს, რომ არიან ამ ქვეყნად და არ მგონია, მაგრამ ღმერთი თუ გამიწყრა და “ამნაირი” თუ დამემართა , მაჯაზე ხელს მომკიდებენ და მეტყვიან და შემახსენებენ : “ჰეი ჰეიიი , სიცოცხლე ამ სიბინძურედ არ ღირს”.
და მაინც- მონანიება- შენანიება სხვაა , მხოლოდ სხვა დაადანაშაულო სხვა…..
ახლა ვფიქრობ და ხმამაღლა კითხვას ვსვამ:ერთი -ერთხელ მაინც ხმა , სიტყვა, სადმე ნათქვამი გახსოვთ ?გსმენიათ მაშინდელ სისტემურ დანაშაულზე დეკანოიძის მხრიდან თქმული??? არადა, როგორ გვჭირდებოდა და ყველასთვის, რა სასარგებლო -როგორი სასარგებლო იქნებოდა მაშინ -იმ წლებში ,თუნდაც ერთი დემოკრატიული სიტყვა მაღალი თანამდებობის პირიდან თქმული ანუ ხატია დეკანოიძისგან…….მაგრამ მაშინ არა და სამაგიეროდ ახლა მოვისმინეთ, როცა მესამე პრეზიდენტი სააკაშვილი ციხეშია და პრაქტიკულად კვდება , მერაბიშვილი კი იჯდა უკვე , (და ახლა მისი “დემონიზირება” იოლია მით უფრო მისი ერთ-ერთი ხელმძღვანელის და წლების მანძილზე თანამოაზრის მიერ), მაგრამ ახლა , აი ხატია დეკანოიძემ ლელო უნდა გაიტანოს ოღონდ თუ “გაატანინეს” “ლელო”, ასე იოლი არ არის კარში ლელოს გატანა , ჯერ უნდა მიგიშვან რომ გაიტანო ძვირფასო?
ეჰ…..წავედი, თორემ ყავა გამიცივდა”
თეგები: თაკო ჩარკვიანიხატია დეკანოიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

„პეტროკას ენერჯი ჯგუფის“ აქციონერთა სტრუქტურაში ცვლილებები განხორციელდა
ახალი ამბები

„პეტროკას ენერჯი ჯგუფის“ აქციონერთა სტრუქტურაში ცვლილებები განხორციელდა

13:12 09-12-2025
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს “ჯაზი და ღვინო კახეთი”
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს “ჯაზი და ღვინო კახეთი”

12:32 09-11-2025
მოემზადე რთველისთვის გორგიასთან ერთად
ახალი ამბები

მოემზადე რთველისთვის გორგიასთან ერთად

21:19 09-10-2025
Tester’s Day 2025 – თიბისის მხარდაჭერით, მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური ღონისძიება გაიმართა
ახალი ამბები

Tester’s Day 2025 – თიბისის მხარდაჭერით, მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური ღონისძიება გაიმართა

15:48 09-10-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved