• რეკლამა
  • კონტაქტი
00:35, კვირა, 28 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„მეორე დღეა მიცვალებული საწოლშია და ახლოს არ გვიშვებენ” – სასწაული სიტუაცია გურიაში: რატომ ჩააკეტინეს ექიმებმა ჭირისუფლებს ცხედარი ოთახში?

ალია ავტორი - ალია
10:26 01-08-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
38

ოზურგეთში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მამაკაცი გარდაიცვალა, ის ორი დღეა სახლშია დასვენებული და ოჯახის წევრებს მასთან მიკარება ეკრძალებათ. გარდაცვლილი 70 წლის რეზო ტარიელაძეა. ის კოვიდით 26 დეკემბერს დაინფიცირდა ბათუმში, სამასკაციან ქორწილში თამადობის შემდეგ. ექიმის რეკომენდაციით, მკურნალობა დაიწყო, მაგრამ  გუშინ, ღამის საათებში ცუდად გახდა. სასწრაფო გამოიძახეს, მაგრამ მის მოსვლამდე მამაკაცი გარდაიცვლა.

უჩვეულო სიტუაცია ამის შემდეგ შეიქმნა. სასწრაფოს ბრიგადამ ოჯახს მიცვალებულთან მიახლოება აუკრძალა და ოთახი ჩააკეტინა. მიცვალებულის ოჯახი გაურკვეველ მდგომარეობაშია და არ იცის, როგორ მოიქცეს. პოლიცია ახლობლებს გარდაცვლილთან მიახლოებას, შესაბამისი სამსახურების მისვლამდე უკრძალავს. შესაბამისი სამსახურები კი ოჯახში არ მისულან, რის გამოც უკვე მეორე დღეა, მიცვალებული გამოკეტილ ოთახშია დასვენებული.

„მეორე დღეა, მიცვალებული საწოლშია და ახლოს არ გვიშვებენ, ყველას მივმართეთ, დავრეკეთ ჯანდაცვაში, სასწრაფოში, პოლიციაში. პოლიცია აქეთ გვეკითხება, რითი უნდა დაგეხმაროთო. ყურადღებას არავინ გვაქცევს. ყველგან ერთი პასუხია – თქვენს მიცვალებულს თავად მიხედეთო. გვითხრან, როგორ მოვიქცეთ  და არავის დახმარება გვინდა“, – ამბობს მზია თოდრია ,,გურიის მოამბესთან”.

ერთ-ერთი მეზობლის თქმით, მერიიდან ურჩიეს სპეციალური ცელოფანი მოეძიებინათ და მიცვალებულისთვის თავად მიეხედათ.

„კოვიდით გარდაიცვალა, ოჯახს მიცვლებულთან არ  უშვებენ, აქ არავინ მოდის, მძიმე მდგომარეობაშია ოჯახი. მერიაში გვითხრეს, სპეციალური ცელოფანი მოიძიეთ და თავად მიხედეთო“, – ამბობს ბადრი კილაძე.

გურიის მოამბე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

მოგზაურობის დრო მოვიდა!
ახალი ამბები

მოგზაურობის დრო მოვიდა!

15:56 12-26-2025
S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა
ახალი ამბები

S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა

15:53 12-25-2025
საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO
ახალი ამბები

საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO

14:51 12-25-2025
ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში
ახალი ამბები

ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში

14:16 12-25-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved