“ქართული ოცნების” წევრი გია ვოლსკი საქართველოს მეგობრების სახელით გავრცელებულ წერილს, რომელსაც ხელს 22 დიპლომატი აწერს, ეხმაურება :
“მე არ მგონია, რომ მელიას გისოსებს მიღმა ყოფნა მომგებიანია მმართველი პარტიისთვის… დანაშაულია ჩადენილი და კონკრეტული, ამას რასაკვირველია კიდევ დადასტურება სჭირდება სასამართლოს მიერ, რას იზამს სასამართლო, მე წინასწარ ვერ გადავწყვეტ. შევეჩვიოთ იმას, რომ ვერ მისცემს პოლიტიკურ შეკვეთას სასამართლოს ხელისუფლება. თუ როგორ კეთდება, მეგობრების ჯგუფმა მაშინ გვიკარნახოს, როგორ შეიძლება მათ სახელმწიფოებში პრეზიდენტმა, პარტიის თავმჯდომარემ ან პარლამენტის თავმჯდომარემ ან პრემიერმინისტრმა სასამართლოს მიუთითოს, რა უნდა გაკეთდეს, თუკი ასეთი გამოცდილება არსებობს დემოკრატიულ ქვეყნებში”
კომენტარები