• რეკლამა
  • კონტაქტი
23:04, ორშაბათი, 16 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„მელიას არც პარლამენტში დაჯდომა უნდა და არც ჩხუბი, მას უბრალოდ კარგად ცხოვრება უნდა“ – რას უყვებიან “ალიას”

ალია ავტორი - ალია
23:14 09-26-2022
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
6,266

გიორგი ჯავახაძე, ალია

 

„ალიას“ ესაუბრება ენმ-ის ყოფილი წევრი, რომელსაც ასევე კულუარულად სურს დარჩენა:

– ნიკა მელია მანამდე იქნება პარტიის თავმჯდომარე, სანამ პარტია აქტიურ მოქმედებაზე არ გადავა, ანუ, ის არის ასე ვთქვათ, შუალედური პერიოდის ლიდერი, ის არ იქნება ომის გენერალი და როცა ნიკა მელია შეიცვლება უფრო რადიკალური ლიდერით, ესე იგი, პარტია ომის პერიოდში გადადის. ნიკა მელიას ახლა არავინ არაფერს ეკითხება, ფინანსებსაც კი ვერ მართავს დამოუკიდებლად. ვერ მართავს კადრებს. ნიკა მელია ამბობს, სკამი არ მინდაო და მართალია, ის არ არის კლასიკური გაგების პოლიტიკოსი, რომელმაც სკამზე დაჯდომაც იცის და ჩხუბიც, არ არის პოლიტიკოსი, რომელიც მოკვდება და სიტყვას არ გადავა, არ არის არც მიმწოლი. რეალურად, მას არც პარლამენტში დაჯდომა უნდა და არც ჩხუბი, მას უბრალოდ კარგად ცხოვრება უნდა და კი, ბატონო, კარგ  ქვეყანაში ცხოვრება და ეს ჩვენც გვინდა, ვის არ უნდა? ნიკა მელიას ჰქონდა ამბიცია და მიუშვეს, რათა თავისი თვალით ნახოს, რა შეუძლია. ის მხოლოდ იმიტომ მიუშვეს, რომ ახლა ასეა საჭირო.  ნიკა მელია იმდენად იყო დარწმუნებული საკუთარ თავში, რომ მოდი, ახლა ვნახოთ, ხალხს მე ვურჩევნივარ, თუ მერაბიშვილი, კეზერაშვილი, ადეიშვილი და სხვებიო და თავადვე დარჩა გაოცებული, მაგრამ მომხრეთა 50 პროცენტმა პარტიის ძველები სახეები არჩია ნიკა მელიას და წესით, მანდ უკვე მიხვდა, რომ მის ამომრჩეველს რაღაც სხვა უნდა, დაპირების გარდა, თუმცა, მაინც არაფერს სთავაზობს, დაპირების გარდა.

ამბობენ, რომ ვანო მერაბიშვილი გავიდა პოლიტიკიდან, მაგრამ ვანო მერაბიშვილი თვეებია უკრაინაშია, ადეიშვილთან ერთად, ვანო მერაბიშვილი იყო საქართველოს წარმომადგენელი იმ კონგრესში, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ გაიმართა და რომელსაც 40 ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა, მათ შორის, ხადარკოვსკი და არესტოვიჩი. დიახ, მერაბიშვილი იყო ქვეყნის წარმომადგენელი ამ კონგრესზე და არა ნიკა მელია. პოლიტიკიდან წასვლაა ეს? ნიკა მელიაც იყო უკრაინაში, მაგრამ ისე გასაიდუმლოებულად წავიდა, თითქოს რამე სასწაულს აკეთებდა და თუ აკვირდებით, მას შემდეგ რაც მერაბიშვილი ჩავიდა და პრაქტიკულად დარჩა კიევში, ნიკა მელიას უკრაინისკენ აღარ გაუხედია. არაა ეს პოლიტიკია? ვანო მერაბიშვილს რომ ძალოვნებში დიდი კავშირები აქვს – ეგაც საიდუმლოა? ძალოვანი სისტემა რომ იცლება კადრებისგან და იმატებს უკმაყოფილო ადამიანების რიცხვი და ამ უკმაყოფილო ადამიანების გადაბირების ყველაზე დიდი შანსი, კავშირების კუთხით, მას რომ აქვს, საიდუმლოა? ვანო მერაბიშვილს იმ სახის ინფორმაციაზე მიუწვდება დღეს ხელი და აძლიერებს ინფორმაციის კუთხით დღეს უკრაინიდან თავის არქივს, რამდენ ინფორმაციაზეც მელიას წვდომა არასოდეს ჰქონია და დღეს ყველაზე დიდი ძალაა ეს ინფორმაცია. ძალაა ის ინფორმაცია, რომელიც უკვე გამოქვეყნდა და მეტი ძალაა ის ინფორმაცია, რომელიც არ გამოქვეყნდება, ან მაშინ გამოქვეყნდება, როცა დრო მოვა. საუბრობენ იმაზეც, რომ მკვლელობის კადრებიც შეიძლება გამოქვეყნდეს მაშინ, როცა ომის ფაზაში გადავა პარტია, თუმცა, ამაზე მხოლოდ ეს ვიცი და მეტი არაფერი.

გარდა იმისა, რომ უკრაინაში ახლა ბევრი რამის და ვინმეს ბედი წყდება, ვანო, უკრაინაში კავშირზეა ქართველ მებრძოლებთანაც, რომლებიც თუ საჭირო იქნება, ომის შემდეგ, ან ომის რაღაც ფაზაში, საქართველოში დაბრუნდებიან და ხომ ვერ მეტყვით, ვის დაუჯერებენ, მელიას, თუ მერაბიშვილს? აგერ პეტრე ცისკარიშვილი რომ მოადგილედ დაუნიშნეს და უკვე თვალი აქვს დადგმული თავმჯდომარის სკამზე – არაა ეგ პოლიტიკა და არც მანდ ჩანს ვანოს ხელი? სადაა ვარშალომიძე? რას აკეთებს? უსაქმოდაა? ისიც უკრაინაშია არადა. განცხადებებს აკეთებენ პარტიის შედარებითა ახალი სახეები და ძველები ჯერ კულისების უკან მუშაობენ და რისთვის და ვისთვის მუშაობენ? ჩემი აზრით, ეს არის სამზადისი. მე არ ვიცი, მერე როგორ წავა პროცესები, მაგრამ ის რომ ნიკა მელიას შორიდან შეახედეს ზელენსკის გარემოცვისთვის და მერაბიშვილი კი იქვე ჩასვეს – ეს უკვე ბევრის ნიშანია.

რაც შეეხება კეზერაშვილს, მას სკამიც უნდა, ჩხუბიც შეუძლია, ფულის კეთებაც და ფულსაც მხოლოდ თავისი განწყობის მიხედვით ხარჯავს, როგორც გამოადგება, როგორც უკეთ იგრძნობს თავს ისე მოიქცევა. ამწამს მას პარტიის ძველი სახეების მხარდაჭერა აქვს, მაგრამ ვნახოთ, ბოლოს, ვინ ვის გააცურებს, გამოიყენებენ ძველები პარტიის სადავეების ხელში ჩასაგდებად კეზერაშვილს, თუ კეზერაშვილი გამოიყენებს ძველებს პარტიის დასაშლელად. არც ის უნდა გამოვრიცხოთ, რომ მას სააკაშვილთან ჰქონდეს კავშირი და ჯილდოს ელოდეს, ძალაუფლების განმტკიცების სახით. რაც შეეხება მიშას, ცხადია, მას ისევ იმ თავისი ძველების იმედი აქვს. ამასობაში არავითარი ახალი ძალა არ ჩანს, არც ერთ მხარეს სურს ამ ახალი ძალის გამოჩენა, არადა, „ოცნებას“, წესით, უნდა აწყობდეს რაიმე ტიპის ახალი ძალა, რადგან, ოცნება ადრე თუ გვიან წავა, დიდი ალბათობით, მალე წავა, რადგან დიდი დრო აღარ დარჩა იქამდე, როცა დასავლეთი აღარ იტყვის, არ მივესალმები რევოლუციასო, ლამის ირანი მიიყვანეს გარდატეხამდე და მალე წამოვა აქაც მესიჯი – მიდით, რაც გინდათ უქენითო, აი, მაგ დროს კი – ვის ექნება ფული, ამ ყველაფრის დასაფინანსებლად და კავშირები? იმ ხალხს ხომ არა, რომლებიც არ ჩანან ომამდე, რადგან არ სცალიათ და ემზადებიან? და ხო, მაგ დროს, „ოცნებას“ ნიკა მელია და ე.წ. ახლები ერჩივნა, რადგან, ე.წ. ძველები მათ ნამდვილად არ დაინდობენ.

სტატიაში დასახელებულ პირებს, თუ კომენტარის გაკეთება ენდომებათ, „ალია“ მზადაა, მათ ამის საშუალება მისცეს.

 

თეგები: დავით კეზერაშვილიენმვანო მერაბიშვილიმიხეილ სააკაშვილინიკა მელია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025
„ბახმუტის შეტევის წარუმატებლობის შემთხვევაში, რუსებს არც ფიზიკური და არც მორალური ძალა აღარ დარჩებათ თავდაცვაში გადასასვლელად“ – გიორგი თავდგირიძე
ახალი ამბები

,,რეალობა ისაა, რომ ჩვენ ვართ აშშ-სა და ევროპისთვის მტრული სახელმწიფო… რუსეთთან ალიანსი ნატო-ს სამიზნედ გვაქცევს” – რას უყვება ,,ალიას” გიორგი თავდგირიძე?

21:01 06-05-2025
“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი
ახალი ამბები

“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი

20:25 06-02-2025
აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025

ბიზნესი

თიბისი IT აკადემიის ყველაზე მოთხოვნად კურსებზე რეგისტრაცია იწყება
ახალი ამბები

თიბისი IT აკადემიის ყველაზე მოთხოვნად კურსებზე რეგისტრაცია იწყება

15:25 06-16-2025
ექსპრეს ლომბარდი საქართველოში ოქროს ნაკეთობების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შემფასებელია!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი საქართველოში ოქროს ნაკეთობების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შემფასებელია!

15:18 06-16-2025
17 ივნისიდან PSP -აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება
ახალი ამბები

17 ივნისიდან PSP -აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება

13:41 06-16-2025
თიბისი კონცეპტი, Visa და Turkish Airlines ინოვაციურ სამოგზაურო ბარათს ქმნიან
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი, Visa და Turkish Airlines ინოვაციურ სამოგზაურო ბარათს ქმნიან

13:07 06-16-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved