• რეკლამა
  • კონტაქტი
23:24, ხუთშაბათი, 9 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„მელიამ და მისმა გუნდმა დაიწყო ბრალდებები, ტალახის სროლა, რომ ფარდას ახდიან, რომ სისხლიანი ცხრა წელი, ლამის ბანერები გამიკრეს “ქოცებივით” – ლევან ხაბეიშვილი

ალია ავტორი - ალია
15:12 01-24-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
147

„ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი:

„მე, ჩემს მეგობრებს და ჩემს თანამებრძოლებს გვქონდა კონკრეტული პრეტენზიები პარტიის ჯერ კიდევ მოქმედ თავმჯდომარესთან, რომელიც უკავშირდებოდა საქმიან პრეტენზიებს – რატომ ასეირნებდა ასი ათასობით ადამიანს რუსთაველზე და რატომ არ მოქმედებდა 2022 წელს, რატომ დახურა „ნაციონალური მოძრაობის” რაიონული ოფისები, დაახლოებით, 50 და უფრო მეტი, რატომ შეწყვიტა ხალხთან და პარტიასთან კომუნიკაცია, რომ დააანონსა „ცხელი შემოდგომა”, სად წავიდა ეს “ცხელი შემოდგომა”?! საქმიანი პრეტენზიები გვქონდა მასთან, მას პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა ეგრძნო, სკამს არ უნდა ჩაჰბღაუჭებოდა.

მან და მისმა გუნდმა დაიწყო ბრალდებები, ტალახის სროლა, რომ ფარდას ახდიან, რომ სისხლიანი ცხრა წელი, ლამის ბანერები გამიკრეს “ქოცებივით” – ჩემს უკან დგას “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები და ჩემს უკან დგანან ადამიანები, ვისაც უნდა ამ ქვეყნის ბედის შეცვლა და რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ ბრძოლა. უთხრას “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებს, კობა ნაყოფია რატომ ხვდება დავით კეზერაშვილს თუ მის გადადგომას ითხოვდა, აუხსნას ეს საზოგადოებას. არ შეიძლება რამე წამოაკივლო და მერე პასუხი არ გასცე – უკაცრავად, მოუყევით ხალხს. მე არ შევხვედრივარ არავის და არ მქონია ასეთი განცხადებები, რაც ნიკამ თქვა, ამიტომ აუხსნას. ასევე, რატომ იყო ის წინააღმდეგი მიხეილ სააკაშვილის პრემიერობის 2020 წელს, ესეც უთხრას “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებს, რომ ებღაუჭება სკამს, რომელი პარტიაც არის მიხეილ სააკაშვილის. როცა მიხეილ სააკაშვილის პარტიაში ებღაუჭები, ჩაჭიდებული ხარ სკამს, ხალხი იმსახურებს უთხრა, თუ რატომ იყავი მიხეილ სააკაშვილის პრემიერობის წინააღმდეგი.

რაც შეეხება მანქანის ჩუქებას, ფუფუნების საგნებს და ძვირადღირებულ ავტომობილებს, არ ვიცი. ეს აწუხებს მას, ეგ არ არის ჩემი საქმე და არც მაინტერესებს, თავად გასცეს პასუხი საზოგადოებას. ნიკა მელიამ თავად თქვა, რომ ის თანამშრომლობდა დავით კეზერაშვილთან. არავის არაფერი არ უთქვამს, ვიდრე თავად არ დაიწყეს საუბარი. ჭორაობა შეუყვარდა ამ ბოლო დროს ჩემდა სამწუხაროდ და თავად რომ იწყებს ჭორაობას ამაზე, თავად ჰქონდეს პასუხი, მე რატომ მთხოვთ მის ჭორაობებზე პასუხს”

თეგები: ლევან ხაბეიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved