• რეკლამა
  • კონტაქტი
01:54, ოთხშაბათი, 26 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„მელია, რამოდენიმე წლის წინ ნაყიდი ჰყავს „ქართულ ოცნებას“, მამამისის კლინიკაც იმის შემდეგ უფრო და უფრო აყვავდა და მისი ბიზნესიც“ – სანდრო ბრეგაძე

„სააკაშვილი ახლა არის ყველასგან მიტოვებული, თავისივე პარტიისგან გაყიდული, ციხეში გამომწყვდეული საცოდავი არსება“

ალია ავტორი - ალია
23:14 05-10-2022
- ახალი ამბები, მთავარი, ტრენდული
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
18,058

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება „ქართული მარშის“ თანადამფუძნებელი, სანდრო ბრეგაძე.

– პირდაპირ ვამბობ, ნიკანორ მელია უფრო მეტად „ქოცია“, ვიდრე „ოცნების“ რომელიმე წევრი. ხომ თვალნათელია, რომ მელია, რამოდენიმე წლის წინ ნაყიდი ჰყავს „ქართულ ოცნებას“. სხვათაშორის, მამამისის კლინიკა იმის შემდეგ  უფრო და უფრო აყვავდა და  ნიკანორ მელიას ბიზნესებიც აყვავდა. რომელი ოპოზიციონერი გინახავთ, რომ ციხიდან  გამოდის და ახალთახალი „მაზერატის“ „ჯიპი“ ხვდებოდეს. ის „ჯიპი“ რა, თქვენ რა გონიათ, ვინ უყიდა?  ის „ჯიპი“ უყიდა „ქართულმა ოცნებამ“. ახლა კი დაიწყებს, მამაჩემის დანაზოგიდან  ვიყიდეო. დაახვედრეს „მაზერატის“ „ჯიპი“, რომელიც 150 000$ ღირს, დაახვედრა გარეთ „ქართულმა ოცნებამ“ და მთელი ბიზნესები და პრივილეგიები და  ა.შ. როგორ შეიძლება ახლა, ნიკანორ მელიას ხელმძღვანელობით ოპოზიციამ ოდესმე დაამარცხოს „ქართული ოცნება“? „ქართული ოცნების“ ძუძუდან იკვებება ნიკანორ მელია. ამაზე მაქვს საუბარი და სანამ ეს ნიკანორები და ვაშაძეები იქნებიან ოპოზიციის წარმმართველები, მანამდე „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში იქნება. „ქართულ ოცნებას“ და მის ხელმძღვანელობას ძალიან დიდი ფული აქვთ, ეს დეკლარირებულიც  აქვთ და მათთვის  პრობლემას არ წარმოადგენს თითოეული პიროვნების ყიდვა.ძალიან ოსტატურად ყიდულობენ ამათ. ესენი, „ნაციონალური“ მოძრაობის ლიდერები ყველა ნაყიდი ჰყავთ, ყველა „ქართული ოცნების“ თამაშს თამაშობს. ის  მიშა სააკაშვილი უარესის ღირსია იმ ავაზაკობების გამო, რაც ჩაიდინა. ახლა არის ყველასგან მიტოვებული, თავისივე პარტიისგან  გაყიდული, ციხეში გამომწყვდეული საცოდავი არსება. ვინ გაუკეთა მას ეს ყველაფერი? გაუკეთა ბოკერიამ, რომელიც მისი მეგობარი იყო და დღეს თამარ ჩერგოლეიშვილთან ერთად, მისი პირველი მაგინებელია, გივი თარგამაძემ, რომელიც 2007 წლის  7 ნოემბრის შემოქმედი იყო გიგა ბოკერიასთან ერთად. კიდევ სხვებმა მიატოვეს და უღალატეს. თავის დროზე  ეს ხალხი ფულისა და თანამდებობის გამო იყვნენ სააკაშვილთან, დღეს სხვამ შესთავაზა ფული, პარლამენტარობა. მოკლედ, ვიდრე იარსებებს „ნაცმოძრაობა“, „ქართული ოცნება“ დარჩება ხელისუფლებაში და ჩვენ თუ გვინდა ცვლილებები ქვეყანაში, პირველ რიგში უნდა შეიცვალოს ოპოზიცია. „ნაცმოძრაობა“ უნდა დაიშალოს და გაქრეს პოლიტიკური ასპარეზიდან. თუ ეს მოხდა, შეიცვლება პოლიტიკური სისტემა ქვეყანაში და ხელისუფლება თავისთავად. ჩვენ ამ ჭაობში არ უნდა ვიცხოვროთ, ამ ჭაობიდან უნდა დავიხსნათ ჩვენი ქვეყანა.

თეგები: მიხეილ სააკაშვილინიკა მელიასანდრო ბრეგაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025

ბიზნესი

დაელოდე და გაიგე, როგორ მოიგო 50 000 ლარი თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

დაელოდე და გაიგე, როგორ მოიგო 50 000 ლარი თიბისის მობაილბანკში

14:50 11-25-2025
ნუ მიატოვებ სურვილებს – აისრულე თიბისი განაწილებით
ახალი ამბები

ნუ მიატოვებ სურვილებს – აისრულე თიბისი განაწილებით

14:22 11-25-2025
ახალი ფუნქციონალი – დაამატე და გაყავი საერთო ხარჯები თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

ახალი ფუნქციონალი – დაამატე და გაყავი საერთო ხარჯები თიბისის მობაილბანკში

12:52 11-25-2025
თიბისი კონცეპტის განსაკუთრებული შეთავაზებები Black Friday-ზე
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის განსაკუთრებული შეთავაზებები Black Friday-ზე

18:27 11-24-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved