თბილისის მერი, კახა კალაძე ნიკა მელიას ბოლო განცხადებებს, სადაც ის კიდევ ერთხელ დაუპირისპირდა ხაბეიშვილ-მერაბიშვილ-კეზერაშვილს, ასე ეხმაურება:
„ხაბეიშვილი დაუპირისპირდა მელიას მერაბიშვილის, კეზერაშვილის დახმარებით. გამოაგდო, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, პარტიის თავმჯდომარეობიდან და ეს პროცესი გრძელდება. ეს არის მათი პირადი დაპირისპირება. დღეს მელია გაბოროტებულია, ებრძვის ხაბეიშვილს, ებრძვის მერაბიშვილს“
კომენტარები