• რეკლამა
  • კონტაქტი
23:16, შაბათი, 31 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მელაშვილს და ილიჩოვას სახელწიფო ხვალ ბოდიშს აუცილებლად მოუხდის – ადვოკატი

ალია ავტორი - ალია
17:09 03-02-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
43

სახალხო დამცველმა დავით გარეჯის საქმეზე სასამართლოს “სასამართლო მეგობრის” სტატუსით მიმართა. როგორც დღევანდელი სასამართლოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრალდებულის ივერი მელაშვილის ადვოკატმა, გიორგი მშვენიერაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სახალხო დამცველის მიერ მომზადებულ დოკუმენტში აღწერილია “ის სამართლებრივი აბსურდი, რომელსაც პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე დაარქვა”.

“ეს დოკუმენტი არის ამ პროცესების ნეიტრალური არბიტრის, სახალხო დამცველის შეფასება მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით, სადაც საუბარია და აღწერილია არამარტო ის დაბრკოლებები, რომელსაც ვაწყდებოდით, არამედ ის სამართლებრივი აბსურდი, რომელსაც პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე დაარქვა და ძალიან ლოგიკური დასკვნა აქვს გაკეთებული სახალხო დამცველს, რომ ეს პროცესი ხორციელდება არა მართლმსაჯულების ინტერესებით, არამედ სხვა მიზეზებით, რაც ნიშნავს, რომ ის ეწინააღმდეგება ევროპული კონვენციის, ადამიანის უფლებათა დაცვის და თავისუფლებათა შესახებ მე-18 მუხლის მიზნებს. „სასამართლო მეგობრის“ მოსაზრება მე-18 მუხლზე აპელირებით, მე სახალხო დამცველის მიერ გაკეთებული, დღემდე არ მახსოვს.

პროკურატურას აქვს არჩეული სტრატეგია, რომლითაც საუბრობს ყოველ მესამე მტკიცებულებაზე, რომლიდანაც ცდილობს ამოგლიჯოს გარკვეული სიტყვები და დანაშაულის ილუზია შექმნას, რაც უბრალოდ შეუძლებელია მთავარ სასამართლო სხდომაზე ასე დარჩეს. ეს შეიძლება იოლად მოახერხოს მედიაში, სადაც ოპონენტი არ ჰყავს, მაგრამ ის ამას ვერ შეძლებს სასამართლოზე. ჩვენ მზად ვართ, ყველა მტკიცებულებას ჩავყვეთ დეტალურად, ყველა მოწმე დაიკითხოს დეტალურად. ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს ამ საქმეში. თითოეული დაინტერესებული ადამიანი ღრმად დარწმუნდება ამაში, რომ ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას სახელწიფომ დაგვიანებით მოუხადა ბოდიში. მათ ბოდიში დღეს და გუშინ ეკუთვნოდათ, მაგრამ ხვალ აუცილებლად მოუხდიან”

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ბრალდების სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა დღეს დაიწყო.

თეგები: ივერი მელაშვილინატალია ილიჩოვა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს
ახალი ამბები

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს

18:54 10-30-2026
როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში
ახალი ამბები

როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში

16:55 10-30-2026
“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში

14:43 10-30-2026
თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია

13:44 10-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved